ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლუკა ზარანდიამ საგოლე პასი გააკეთა და "ზულტე-ვარეგემი" მეოთხედფინალში გავიდა - "გენტი" გავარდა

AutoSharing Option
4 დეკემბერს, ბელგიის თასის 1/8-ფინალური მატჩები გაიმართა.

ლუკა ზარანდიას "ზულტე-ვარეგემმა" საკუთარ მოედანზე 3:0 სძლია "სენტ-ტრუიდენს" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ზარანდია 54-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 57-ე წუთზე კი მარცხენა ფლანგზე გაიჭრა და ომარ კოვეას საგოლე გადაცემა გაუკეთა.

"გენტი" გასვლაზე 84-ე წუთზე გაშვებული გოლით 0:1 დამარცხდა "შარლერუასთან". სტუმართა გუნდში გიორგი ქვილითაია მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე.

7 დეკემბერს, ჩემპიონატის მე-18 ტურში "გენტი" "ზულტე-ვარეგემს" უმასპინძლებს.