ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

თურქული გამოცემები: ადებაიორი შოთა არველაძის გუნდში ითამაშებს

AutoSharing Option
ძალიან ბევრი თურქული წყაროს მიხედვით ლონდონის "არსენალისა" და მადრიდის "რეალის" ყოფილი ფორვარდი ტოგოელი ემანუელ ადებაიორი კარიერას შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილ ტაშკენტის "ფახთაქორის" რიგებში განაგრძობს.

35 წლის თავდამსხმელი ბოლოს თურქულ "კაიზერსპორში" თამაშობდა და წლევანდელ სუპერლიგაში ჩატარებულ 8 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

ადებაიორმა საფეხბურთო კარიერა "მეცში" დაიწყო. შემდეგ იყო "მონაკო", "არსენალი", "მანჩესტერ სიტი", "რეალი", "ტოტენჰემი", "კრისტალ პალასი", "ისტანბულ ბასაკშეჰირი" და "კაიზერისპორი". კლუბურ ფეხბურთში ადებაიორს 205 გოლი აქვს გატანილი.

შოთა არველაძის გაწვრთნილი "ფახთაქორი" უზბეკეთის ჩემპიონი ისე გახდა, რომ შეხვედრა არ წაუგია. ამის გარდა,
შოთას გუნდმა ქვეყნის თასი და ლიგის თასიც მოიგო.

ასევე დაგაინტერესებთ