გიორგი ჩაკვეტაძე: მთავარია ეს შიში გადავლახე

AutoSharing Option
ბელგიური voetbalnieuws-ის ინფორმაციით, "გენტს" მომავალ კვირებში ჯონათან დეივიდი შეუერთდება, რომელიც კანადაში დედის სიკვდილის გამო გაფრინდა, თუმცა ამის გარდა, "ბუფალოს" კიდევ ერთი ოქროს ბიჭუნა დაუბრუნდება - გიორგი ჩაკვეტაძე.

ჯეს ტორუპმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ჩაკვეტაძე სათამაშოდ მზად იყო და უახლოეს მომავალში ქართველის განაცხადში შეყვანასაც აპირებდა.

"მე ვარჯიში შემიძლია, ვგრძნობ, რომ თამაშიც გამომივა. შესაძლოა 90 წუთის მოედანზე გატარება არ შემიძლია, თუმცა 15-20 წუთი სავსებით შესაძლებელია.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ დუელში შესვლის შიში გადავლახე. რთული დრო გამოვიარე, თუმცა მენტალურად მყარად ვარ.
ადრინდელზე უფრო ძლიერი დავრუნდები. თითქმის ვოცნებობ, გელამკო არენის მინდორზე პირველად შევდგა ფეხი,"- უთხრა გიორგიმ Het Laatste Nieuws-ს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
დაბრუნდა მესი
miro
07 დეკემბერი 2019 23:37
0
ფიზიკას ნაკლებად ექცევა მოზარდობის პერიოდში ყურადღება.პროფესიულ დონეზე გავდივართ მოუმზადებლები.
kirkita goreli
07 დეკემბერი 2019 17:52
0
მთავარია ჯანზე იყოს
სხვა ყველაფერს მოევლება.
კ ო მ ბ ლ ე
07 დეკემბერი 2019 03:31
1
გიორგი იმ დონის ვარსკვლავად ყალიბდება რომ ნაკრებს ერთი ფეხით მოაგებინებს ერთა ლიგის ორივე მატჩს, გავა ევროპაზე და იქ მთელს მაოფლიოს დაანახებს თავის ნიჭიწრებას. ეგეთი ნიჭიწრები მარტო იგებენ თამაშებს
კახა
06 დეკემბერი 2019 20:16
6
ხოხხხ...ნეუჟელი კელე?
მიროსან
07 დეკემბერი 2019 13:40
0
იცოდე,რომ შეგიძლია და იცოდე რომ დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშო. შენც ისიამოვნო და ჩვენც გვაღირსო ფეხბურთით გახარება. რამდენი ხანია ამას საქართველო ელოდება. ნურაფრის ნუ გეშინა და გეშინიათ სუყველას, არავისზე ნაკლებები არ ხართ. არასოდეს მიგატოვებთ!!!
დიმო
06 დეკემბერი 2019 19:49
4
არ მინდა მძიმე ტვირთი რომ აგკიდო,მაგრამ ხომ იცი ყველას შენი იმედი გვაქვს,შენს გარეშე ნაკრები თავის თავს აღარ ჰგავს.
ზას.
06 დეკემბერი 2019 19:10
5
მთავარია ჯანმრთელად იყო გიო ფორმას კი 2-3 თვეში თავისუფლად აღიდგენ. ღმერთი შენსკენ!
გულშემატკივარი
06 დეკემბერი 2019 18:32
2
აბა შენ იცი გიორგი,აბა მიდი ღმერთის ძალიტ ყველაფერი უფრო მაგრად იქნება..
gogia
06 დეკემბერი 2019 18:24
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული