ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გრიგალავას გუნდმა "ლოკომოტივი" გააბითურა, კვირკველია კი ისევ სათადარიგოა

AutoSharing Option
6 დეკემბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში გია გრიგალავას "არსენალმა" სახლში 4:0 გაანადგურა საბა კვირკველიას "ლოკომოტივი".

გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, რაც შეეხება კვირკველიას, კვლავ სათადარიგო იყო.

გრიგალავამ მიმდინარე პირველობაზე 18 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო კვირკველიამ მხოლოდ 1 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მაშინაც შეცვლაზე შეუშვეს.

"ლოკომოტივმა" ყველა ტურნირზე ბოლო 9 მატჩიდან 6 წააგო, ჩემპიონატზე კი უკანასკნელ ყველა 15 შეხვედრაში გაუშვა გოლი.

alt"ლოკომოტივს" არ ულხინს - საბა კვირკველიას მაინც არ ათამაშებენ

altჩემპიონთა ლიგა. V ტური: "ლოკომოტივი" დეპოშია, კვირკველია -

თადარიგში, "რეალი" - პლეი-ოფში

 

altგია გრიგალავა: რუსეთში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში - საქართველოს ამბიციურ ნაკრებს ბევრის მიღწევა შეუძლია



ასევე დაგაინტერესებთ