საგოლე პასით დამთავრებული ლამაზი დრიბლინგი - კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 დეკემბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში ქართველების "რუბინი" გასვლაზე "სოჭის" დაუზავდა - 1:1.

სტუმართა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომელიც შესვენების შემდეგ თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვალა. მან მარცხენა ფლანგიდან თამაში გაამწვავა და 49-ე წუთზე ევგენი მარკოვს საპასუხო გოლი გაატანინა.

ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

"რუბინის" განაცხადში არ იყო ფორვარდი ბექა მიქელთაძე.

"რუბინი" 19 ქულით მე-13 ადგილზეა და პირველ მარტს სტუმრად "ტამბოვს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
,,პირველ მარტს სტუმრად "ტამბოვს" დაუპირისპირდება." მანამდე არ თამაშობენ რუსეთში?
bs
09 დეკემბერი 2019 10:46
4
ხვიჩაც და ზურიკოც კარგი მომავალია საქართველოსათვის. აშკარად ეტყობათ ტალანტი,მთავარია შრომა არ დაეზაროთ და ჩაკვეტაძესთან ერთად ჩვენ ნაკრებს დიდ გამარჯვებებს მოუტანენ!
gabo
09 დეკემბერი 2019 10:35
1
მოსკოვის ლოკომოტივში უნდა იყოს ეგ ბიჭი ეხლა, რომ არა მისი აგენტის და რუსთავის საეჭვო გარიგებები
ჯეკო
09 დეკემბერი 2019 08:58
3
ბრავო ხვიჩა, ეგრე გააგრძელე!! რუსეთის ჩემპიონატი სახუმარო ნამდვილად არ არის, აგერ პრომესი სპარტაკიდან გადავიდა აიაქსში და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. კაცის მოტყუება მაგრად ეხერხება და პასიც დროული იცის!!
ზაზა
08 დეკემბერი 2019 23:53
3
გეთანხმები ყველაფერში,მაგრამ პასი დროულად ნამდვილად არ იცის.ძალიან უყვარს ბურთი და ზოგ შემთხვევაში უჭირს ბურთთან განშორება.ისე კარგი ბიჭია და უნდა იმუშაოს საკუთარ ნაკლებზე და დარწმუნებული ვარ მაგრად მოუმატებს.წარმატებები
კარგია
09 დეკემბერი 2019 08:21
0
სწორი შენიშვნა იყო .საგოლე გადაცემის გამო არ მიუციათ ჯილდო. საკმაოდ კარგად ითამაშა .და ნამდვილად იმსახურებდა
Davit
08 დეკემბერი 2019 23:40
1
გერგეზ ხიჩა! ჯიმა
ლაზ-მარგალ!
08 დეკემბერი 2019 22:55
7
ბრავო ხვიჩა
ლუკა
08 დეკემბერი 2019 22:20
0
საგოლე გადაცემაც გააკეთა და ტრაკითაც ახოხიალა მცველები, მარტო ერთი გადაცემის გამო არ მიუციათ საუკეთესო, და ყიფიანი შემოვიდა 87 წუთზე რაც გამოგრჩათ, თორე ხოარ გამოტოვებდით უკვე ისედაც 5 ჯერ გამოგრჩათ
Qartveli
08 დეკემბერი 2019 22:18
5
თუ არ იცი - ყიფიანმა არჩევანი გააკეთა რუსეთის სასარგებლოდ, ასე, რომ უკეთესია გამორჩეთ ხოლმე...
ლევანი
08 დეკემბერი 2019 23:17
3
ყოჩაღ ხვიჩა. გილოცავ. აბა შენ იცი ბევრი ოფლი უნდა ღვარო რომ უფრო მეტს მიაღწიო. ჩვენ გვეიმედები.
G.LA
08 დეკემბერი 2019 21:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული