ომარი თეთრაძეს, შესაძლოა, ამბიციური რუსული კლუბი ჩააბარონ

AutoSharing Option
დმანისში დაბადებულ და რუსეთის მოქალაქე ომარი თეთრაძეს, შესაძლოა, რუსეთის ნაციონალური ლიგის (რანგის მეორე) პირველ ადგილზე მყოფი ვოლგოგრადის "როტორი" ჩააბარონ. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული საიტი championat ავრცელებს.

ომარი თეთრაძე ბოლოს "ტობოლის" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა და ყაზახეთიდან 2017 წელს წამოვიდა, მას შემდეგ კი არცერთ კლუბში აღარ უმუშავია. იქამდე კი "ანჟის", "ვოლგას", "ხიმკის", "ჟეტისუსა" და "ენისეის" წვრთნიდა.

"როტორი", რომელიც 90-იან წლებში ორჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი, ახალი მფლობელების ხელშია, რომლესაც კლუბის ძველ დონეზე აყვანა სურთ.

ომარი თეთრაძემ საფეხბურთო კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო. შემდეგ იყო
ოზურგეთის "მერცხალი", საიდანაც მოსკოვის "დინამოში" გადავიდა. თეთრაძემ 2 სეზონი გაატარა "რომაში". საფეხბურთო კარიერა კი, "კრილია სოვეტოვში" 2005 წელს დაასრულა. ბერძნული ძირების მქონე ნახევარმცველს რუსეთის ნაკრებში 40 მატჩი აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ახალგაზრდების საყურადღებოდ, ამ კაცის და ჯიქიას შედარება არ არის სწორი,/ არ იძახებდნენ ეროვნულ ნაკრებში რადგან სერიოზული კონკურენცია იყო მაგის ადგილას, და სამწუხაროდ არ მიეცა შანსი, ამ დროს რუსეთი ნაკრებშიც დაუძახეს და ამის შემდეგ გამოიყენა შანსი ეთამაშა ნაკრების დონეზეც, თუ არ ვცდები დედით ქართველია და ეროვნებით ბერძენი,/ სადაც კი ამ კაცმა მწვრთნელად იმუშავა ყველგან ქართველები ყავდა წაყვანილი,/
Vasili
15 დეკემბერი 2019 00:26
0
ასპროცენტიანს ბრძანებ, ვასილ! მარჯვენა მცველი იყო და მის ადგილას ზაზა რევიშვილი თამაშობდა. ასევე გიორგი ნემსაძეც თავიდან მაგ პოზიციაზე თამაშობდა, 2 ნომერი იყო.ეგეც არ იყოს, ცხადაძე წავიდა ესენგეს ნაკრებში და ევროპაზე ითამაშა, ამიტომ გავკიცხოთ? აქაც წაიყვანს ქართველს დარწმუნებული ვარ. მისი დამოკიდებულება ქართველებისადმი საკმაოდ დადებითია
: )))))))
21 დეკემბერი 2019 16:52
0
ომარს უარი არასოდეს უთქვია ნაკრებში თამაშზე. არაფრით არ მიიწვიეს და სხვა გზა არ ჰქონდა. თავისი საქმის პროფესიონალია და კარგი პიროვნება.
emigranti
12 დეკემბერი 2019 02:07
0
ჩემთვისაც მიუღებელია ესეთი რამ მითუმეტეს რაც ჯიქიამ გააკეთა ერთ ერთ ინტერვიუში მე მეგრელი ვარო ესე თქვა.ზოგადად ჩვენ არუნდა გამოვყოთ რომელი ქვეყნის სახელით იასპარეზებს ია ჩვენთვის არ არსებობს და მორჩა ძალით ვერავის ჩააბამ ბაწარს და რომც ჩააბა ძალით წაგაგებიებს
თემური
11 დეკემბერი 2019 23:09
0
ამერიკის მოქალაქეობას რომ იღებენ მაგარი ქართველებია არა
გრიგოლ1408
11 დეკემბერი 2019 20:21
1
ბერძენია ომარი
ირაკლი
11 დეკემბერი 2019 18:17
0
"ქართველი" კაცი, რომელიც საქართველოს ნაკრების მაგივრად რუსეთის ნაკრებში ითამაშებს ის ჩემთვის პირადად ქართველი არ არის ჩემთვის ასეთი ადამიანები არიან რუსები!! ჯიქია მაგალითი კაცი, რომელიც იტყვის ქართველი კიარა რუსი ვარო და რუსეთის ნაკრებში წავა სათამაშოთ საქართველოს ნაკრებში კიარა საერთოდ არ უნდა შემოუშვა ქვეყანაში,ასეთ ხალხზე ვისურვებდი არ წამეკითხა არაფერი ეს თეთრაძები ჯიქიები ყიფიანები და სხვები წარმოშობით ქართველები მარა რეალურად რუსები.
გიორგი
11 დეკემბერი 2019 17:32
8
ჯიქია ომარ თეთრაძესთან მოსატანიც არ არის. თეთრაძეს ნახევარი ცხოვრება საქართველოში აქვს გატარებული. ინტერვიუებშიც ხშირად ახსენებს, რომ ზაფხულში მისი ოჯახი ყოველთვის თბილისში ჩამოდის, სადაც მწვრთნელად წავიდა, ყოველთვის ქართველი ფეხბურთელი მიჰყავს თან. ის ეთნიკურად ქართველი არ არის და ნუ მოვთხოვთ რაიმე განსაკუთრებულს. ზოგიერთი ქართველისგან განსხვავებით პუტინს თავის საქმეში მსოფლიო ჩემპიონს მაინც არ ეძახის
: )))))))
11 დეკემბერი 2019 21:31
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული