ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ზურიკო დავითაშვილი წარმატებული დრიბლინგებით რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესოა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგაში წარმატებული დრიბლინგებით პირველ პოზიციაზეა.

ახალგაზრდა ქართველმა სულ 85-ჯერ სცადა დრიბლინგის განხორციელება და მათგან 53 წარმატებული აღმოჩნდა.

რაოდენობაში პირველ ადგილზე ყოფნის გარდა, ზურიკო წარმატებული დრიბლინგების 62% პროცენტიანი მაჩვენებლით რუსეთის პრემიერლიგაში მეორე ადგილზე და მხოლოდ თანაგუნდელ უკრაინელ მცველ დანჩენკოს ჩამორჩება (63%).

ზურიკო დავითაშვილი "რუბინს" თბილისის "ლოკომოტივიდან შეუერთდა და რუსეთის უმაღლეს ლიგაში 15 ჩატარებულ შეხვედრაში 1 გოლის გატანა შეძლო.

ასევე დაგაინტერესებთ