ჩაკვეტაძე მხოლოდ 11 წუთი ათამაშეს - "გენტი" დამარცხდა და მესამე ადგილზე დაქვეითდა

AutoSharing Option
15 დეკემბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-19 ტურში "გენტი" მოულოდნელად 1:2 დამარცხდა გასვლაზე ერთ-ერთ აუტსაიდერ "ოსტენდესთან".

არადა, თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს.

გიორგი ქვილითაია 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე - 79-ეზე.

"გენტი" მესამე ადგილზე დაქვეითდა - 35 ქულა აქვს, მეორე პოზიციაზე მყოფ "ანტვერპენს" 2 ქულით ჩამორჩება და 22 დეკემბერს ლიდერ "ბრიუგეს" უმასპინძლებს.

ოსტენდე. "ვერსლუისი"
ოსტენდე - გენტი 2:1
გოლები: 0:1 დეპუატრი (10), 1:1 ჰუილსაგერი (27), 2:1 ვარგასი (54)
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩაკვეტაძეს თავის პოზიციაზე არ ათამშებს 2 ყველა თამშსს ვუყურე რაც ჩაკვტაძე დაბრუნდა და გუნდლები პას არ აძლევენ ჩაკვეტაძესსს გადხედეთ თამშებს და თქვენთვითონ მიხვდები რამდენი პასი გაკეთეს მას არმოვლოდი ამს ნამდვილად დევიდს ნადვილად ჯობია ჩაკვეს და თუ თავის პოზციაზე დააყნებს მწვრთნელი აუცლბად ამგდებს დევიდს გოლები კი გაააქვს მაგრამ ჩაკვეტაძის ყოველი შეხება ბურთან შეტევით მთავრდება უფრო შედეგიანია ჩაკვე იმედია ამ ზეწოლას გაუძლებ და სათანადო ფორმაში მალე ჩადგება
გიორგი
01:50 16-12-2019
2
ვნახე თამაში და ძალიან გვიან შემოიყვანა და ფიზიკურად ვერაფერს ვერც მოასწრებდა რომ გაეკეთებინა სუ 2 ჯერ თუ 3 ჯერ მიიღო ბურთი მარა რეალურად რომ შევხედოთ ალბათ საჩემპიონო პლეოფიდან მისცემს უფრო მეტ დროს გიოს და იმედი მაქვს ათამაშდება და დაიბრუნებს ფორმას ამ ეტაპზე კონკურენციაც უკვე გაჩნდა მის პოზიციაზე 2 ისეთ ფეხბურთელია რომ მათთან მოუწევს მძიმე კონკურენციაში შესვლა ასევე ძალიან ცუდოაა რომ ქვილითაიას არ მიზდის თამაში ვნახე სტატისტიკა და 22 თამასში სუ 2 გოლი აქვს გატანილი ცენტრალური თავდამსხმელისთვის ეს ძალიან ცოტა გასაგებია .რომ დრო არ ეძლევა მარა რაც ეძლევა იმასაც ვერ იყენებს, რაპიდში ბევრად უკეთესი შედეგები ქონდა და მეტი დროც ეძლეოდა ალბათ მისთვისვე აჯობებს, რომ დატოვოს გენტი წელს გენტი მართლა ძალიან კარგი გუნდია და მომავალ წელს შეიძლება ლიგაზეც მოხვდეს მარა სკამზე ჯდომით ფეხბურთელი ვერ განვითარდება პირიქით დროსაც კარგავს და ფორმასაც თან ისეთ კლუბში ყოფნას სადაც არ მიგდის თამაში წასვლა სჯობს.
გიორგი
01:28 16-12-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული