ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს

AutoSharing Option
აზერბაიჯანული "გაბალას" ფორვარდმა დავით ვოლკოვმა შეიძლება ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს გუნდი შეიცვალოს.

azerisport.com-ის ცნობით ქართველი ფეხბურთელი "ზირასთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს და ტრანსფერი ფინალურ ეტაპზეა. ერთადერთი რაც შეიძლება ხელის შემშლელი ფაქტორი გამოდგეს, ეს ვოლკოვისთვის უკეთესი შეთავაზებაა.

დღეის მდგომარეობით "ზირა" "გაბალაზე" უკეთესი გუნდია, რადგან "გაბალა" ბოლოს წინა მე-7 ადგილზეა, ხოლო ზირა მე-5 პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება დავით ვოლკოვს მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.