22 დეკემბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-20 ტურში "გენტი" საკუთარ მოედანზე ლიდერ "ბრიუგეს" დაუზავდა - 1:1.
გიორგი ქვილითაია 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, გიორგი ჩაკვეტაძე კი სათადარიგო იყო.
"გენტი" 36 ქულით ჯერჯერობით მესამე ადგილზეა და 26 დეკემბერს ლიეჟში "სტანდარდს" დაუპირისპირდება.
ნამატჩევს მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა თქვა, რომ მართალია, ვერ მოიგეს, მაგრამ შედეგით კმაყოფილია.
გენტი. "ჩელამგო-არენა"
გენტი - ბრიუგე 1:1
გოლები: 0:1 დენისი (57), 1:1 ოჯიჯა-ოფოე (73)