eurocalciomercato: გიორგი ჩაკვეტაძე იანვარში გატუზოსთან?

AutoSharing Option
eurocalciomercato-ს ცნობით, "ნაპოლი" "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის სამსახურით დაინტერესდა.

გამოცემის მტკიცებით, იანვარში ნეაპოლური გუნდის ახალი მწვრთნელი ჯენარო გატუზო შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. განსაკუთრებით დაინტერესებულია ცენტრალური ნახევარმცველის დამატებით, რომელიც ტექნიკურიცაა და დაცვის დახმარებაც შეუძლია. მთავარ კანდიდატად "არსენალის" 23 წლის ურუგვაელ შემტევს, ლუკას ტორეირას მოიაზრებს, რომელიც ადრე "სამპდორიასა" და "პესკარას" ღირსებას იცავდა, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების 15 მატჩში კი 1 გოლი გაიტანა.

პრობლემა ისაა, რომ ამ ტრანსფერის გაჩარხვა ამჟამად რთულია, რადგან "ნაპოლის"  ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს, რაც "არსენალს" არ აწყობს და სარეზერვო ვარიანტად ჩაკვეტაძის
კანდიდატურა განიხილება.

ჩაკვეტაძეს "გენტთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ფასი კი 9 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მოირჩინა ტრავმა და წავიდა ისევ ჭორაობა.აცადეთ ბიჭს შევიდეს ფორმაში,რომ მარტისთვის მზადყოფნაში იყოს.ამისათვის საჭიროა სათამაშო დრო მიეცეს.მეეჭვება ნაპოლიში საკმარისად დატვირთონ.
საქართველო
20:31 23-12-2019
2
სანამ ეს ტრანსფერი გაიჩარხება, გატუზო მეეჭვება რომ ისევ ნაპოლის მწვრთნელი იყოს.
პაპა
21:05 23-12-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული