26 დეკემბერს, ბელგიის ჩემპიონატის 21-ე ტურში "გენტმა" ლიეჟში "სტანდარდს" 1:0 მოუგო.
სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. მწვრთნელმა იეს ტორუპმა 67-ე წუთზე რომან იარემჩუკის ნაცვლად მოედანზე გიორგი ქვილითაია შეუშვა, გამარჯვების გოლი კი 83-ე წუთზე ნახევარმცველმა სვენ კუმსმა გაიტანა - ეს მიმდინარე სეზონში მისი პირველი გოლია.
"გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ სათადარიგო იყო.
"გენტი" 39 ქულით მეორე ადგილზეა და 18 იანვარს "მუსკრონს" უმასპინძლებს.