"გენტმა" გაიმარჯვა - ჩაკვეტაძე ისევ სათადარიგო იყო

AutoSharing Option
26 დეკემბერს, ბელგიის ჩემპიონატის 21-ე ტურში "გენტმა" ლიეჟში "სტანდარდს" 1:0 მოუგო.

სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. მწვრთნელმა იეს ტორუპმა 67-ე წუთზე რომან იარემჩუკის ნაცვლად მოედანზე გიორგი ქვილითაია შეუშვა, გამარჯვების გოლი კი 83-ე წუთზე ნახევარმცველმა სვენ კუმსმა გაიტანა - ეს მიმდინარე სეზონში მისი პირველი გოლია.

"გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ სათადარიგო იყო.

"გენტი" 39 ქულით მეორე ადგილზეა და 18 იანვარს "მუსკრონს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
სახეზეც ეტყობოდა, რომ უკმაყოფილო იყო. რასაც ჰქვია სკამს ახეხინებს. სხვანაირად გვეგონა ყველას...
ჯეკო
05:13 27-12-2019
3
აუცილებლად მიეცემა შანსი არაუშავს ნუ შევქმნით ტრაგედიას მე პირადად მეშინოდა კიდეც რომ ზედმეტად არ დაეტვირთათ და ნელა ნელა შესულიყო ფორმაში.ვარჯიშებზე ორთაბრძოლებში ნელა ნელა მიეჩვევა ნაოპერაციები მუხლი და უფრო ღონიერი გიო დაბრუნდება.ყველაფერი კარგად იქნება.
დდდ
09:48 27-12-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული