sabah.com.tr: ჯანო ანანიძე "დენიზლისპორში" გადასვლასთან ახლოსაა

AutoSharing Option
"დენიზლისპორი" მოსკოვის "სპარტაკს" ნახევარმცველ ჯანო ანანიძის ტრანსფერზე მოელაპარაკა.

sabah.com.tr-ის ცნობით, "დენიზლისპორი" იანვარში ანანიძეს და "ბეშიქთაშის" ამერიკელ თავდამსხმელ ტაილერ ბოიდს დაიმატებს.

ანანიძე "დენიზლისპორში" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს, ხელფასის ნაწილს კი მას "სპარტაკი" გადაუხდის.

"დენიზლისპორი" თურქეთის სუპერლიგაში 17 ტურის შემდეგ 22 ქულით მე-11 ადგილზეა და 19 იანვარს სტამბულში "გალათასარაის" შეხვდება, იქამდე კი, 16 იანვარს, სტუმრად თასზე "ტრაბზონსპორს" დაუპირისპირდება.

ანანიძემ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

altჯანო ანანიძის სანაცვლოდ "სპარტაკმა" რუსულ კლუბს საკმაოდ დიდი თანხა მოსთხოვა

alt"სპარტაკი" ანანიძის თურქულ კლუბში

გაშვებას დათანხმდა

alt"სპარტაკის" ყოფილი მწვრთნელი: ანანიძე აწი გაიხსნება, ჯანოს ყველაფერი წინ აქვს და ამის მიზეზი ის გახლავთ...

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯერ გადავიდეს და მერე დაგეწერათ, არ მოგბეზრდათ ეს მკითხაობაა?/ თუ დასაწერი აღარ გაქვთ ქართულ ფეხბურთზე? ამდენი პრობლემაა რეგიონებში, ჩადი ლანჩხუთში, ან ზესტაფინში, ან სადაც გინდა, კითხე იქაურ კლუბებს რა უჭირთ, რა ხდება ? მოგვაწოდე ინფორმაცია! აბა რისი ჟურნალისტი ხარ? დააარეგისტრირე საიტი , აკოპირებ რაღაცეეებს, და ეს ბურგერების რეკლამით გადაგვაჭამეთ თავი! ესააა პროფესიონალიზმიი??
Vasili
06 იანვარი 2020 02:35
0
როგორ მოხდა რო არ დაგიბლოკეს კომენტი. მეც მაგას ვამბობ ამდენი ხანია. აკოპირებენ სხვის სტატიებს და ეგაა. არაპროფესიონალიზმია ყველგან, არა მარტო ჟურნალისტებში
Star Lord
06 იანვარი 2020 09:10
1
ითამაშოს და იყოს ფორმაში, მეტი რა გინდათ
irakli
05 იანვარი 2020 22:21
0
აუ, რა გაუმართლა "დენიზლისპორს". რა საუნჯე ჩაიგდო ხელში.
მიხო
05 იანვარი 2020 21:22
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული