ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

sabah.com.tr: ჯანო ანანიძე "დენიზლისპორში" გადასვლასთან ახლოსაა

AutoSharing Option
"დენიზლისპორი" მოსკოვის "სპარტაკს" ნახევარმცველ ჯანო ანანიძის ტრანსფერზე მოელაპარაკა.

sabah.com.tr-ის ცნობით, "დენიზლისპორი" იანვარში ანანიძეს და "ბეშიქთაშის" ამერიკელ თავდამსხმელ ტაილერ ბოიდს დაიმატებს.

ანანიძე "დენიზლისპორში" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს, ხელფასის ნაწილს კი მას "სპარტაკი" გადაუხდის.

"დენიზლისპორი" თურქეთის სუპერლიგაში 17 ტურის შემდეგ 22 ქულით მე-11 ადგილზეა და 19 იანვარს სტამბულში "გალათასარაის" შეხვდება, იქამდე კი, 16 იანვარს, სტუმრად თასზე "ტრაბზონსპორს" დაუპირისპირდება.

ანანიძემ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

altჯანო ანანიძის სანაცვლოდ "სპარტაკმა" რუსულ კლუბს საკმაოდ დიდი თანხა მოსთხოვა

alt"სპარტაკი" ანანიძის თურქულ კლუბში

გაშვებას დათანხმდა

alt"სპარტაკის" ყოფილი მწვრთნელი: ანანიძე აწი გაიხსნება, ჯანოს ყველაფერი წინ აქვს და ამის მიზეზი ის გახლავთ...

ასევე დაგაინტერესებთ