football.ua: დავით ხოჭოლავამ "შახტარი" უნდა დატოვოს - ის არსებით პროგრესს ვეღარ მიაღწევს

AutoSharing Option
უკრაინულმა საიტმა football.ua-მ წერილი გამოაქვეყნა, სათაურით - "ხუთი ფეხბურთელი, რომლებმაც" ზამთარში "შახტარი" უნდა დატოვონ" და გუნდის გამოცვლის კანდიდატად ბოგდან ბუტკოსთან, მარკინიოს სიპრიანოსთან, დენტილიოსთან და ტაისონთან ერთად მცველი დავით ხოჭოლავა მიიჩნია:

"შახტარი" ორი შემადგენლობის მქონე ერთადერთი უკრაინული კლუბია. ზოგიერთ პოზიციაზე ჩემპიონს აშკარად გადაჭარბებული რაოდენობის ფეხბურთელები ჰყავს. ძალიან ხშირად ზოგიერთი მათგანის გუნდში ყოფნის მიზანშეწონილობა დიდ კითხვებს ბადებს. "მეშახტეებმა" პრაქტიკულად გაინაღდეს ჩემპიონობა და ამიტომ შიდა პირველობაზე საკუთარ თავს, შეუძლიათ, ექსპერიმენტების უფლება მისცენ.

ჩვენ 5-ფეხბურთელიანი სია შევადგინეთ, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო ზამთრის სატრანსფერო პერიოდში
"შახტარიდან" წასვლა უჯობთ. ვიღაცას - სათამაშო პრაქტიკის მისაღებად, ვიღაცა უბრალოდ ზედმეტი ხანია გუნდშია, ზოგიერთი კი ახალგაზრდა ფეხბურთელის ადგილს იკავებს.

დავით ხოჭოლავა, 26 წლის
საქართველოს ეროვნული გუნდის წარმომადგენელმა "შახტარში" მნიშვნელოვან მატჩებში საკუთარ კარში გოლების "მოტანით" გაითქვა სახელი. რა თქმა უნდა, ხოჭოლავას მოედანზე შეშვება ნაკლებად მნიშვნელოვან შეხვედრებში როტაციის მოთამაშის რანგში შეიძლება. ასეთია მისი ბედი მწვრთნელად ლუიშ კაშტრუს დანიშვნის შემდეგ, მაგრამ მოდით, სიტუაციას სხვა მხრივ შევხედოთ.

როგორც ჩვენ უკვე ვთქვით, "შახტარს" ჩემპიონობის ხელიდან გაშვება გაუჭირდება. ამიტომ პირველობაზე ახალგაზრდების თამაშია საჭირო - 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ბონდარი და ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი ვიტაო. დიახ, სწორედ ეს ფეხბურთელები ელიან თავიანთ შანსს და არა აქვს აზრი ისეთი მოთამაშის გუნდში გაჩერებას, რომელიც არსებით პროგრესს ვეღარ მიაღწევს. როგორც იტყვიან, გზა გავუხსნათ ახალგაზრდებს".

altua-football: დავით ხოჭოლავას ცხოვრება ბრაზილიურ სერიალს გვაგონებს - ცოლს გაშორდა, ახალი გოგონა უკვე იპოვა [PHOTO]

altუკრაინელი ფეხბურთელი: ხოჭოლავა გვიმტკიცებს, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებსო

altua-football: დავით ხოჭოლავას გასაიდუმლოებული და მომხიბვლელი ცოლი [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
კიდევ ერთხელ დავწერ !!!! სპორალ ჯი ხოჭოლავას დაკნინებას ცდილობს მუდამ
Esteban Granero
16:05 07-01-2020
3
უკრაინაში ყოველთვის ნეგატიურად უყურებდნენ ქართველ ფეხბურთელებს, ბევრს რომ ტლიკინებს ეგ ვიღაც რა ჰგონია ეგ თავიაანთი უსახურად მოთამაშე შახტარი? "ორ გუნდიან" ჩემპიონატში ხან პირველ ადგილს რომ დაიკავებს და ხან მეორეს... ევროპაში რას აღწევს ? .... ვერც ვერაფერს! თუ დატოვებს ხოჭოლავა მაგ გუნდს ეგ პირველ რიგში ხოჭოლავასთვის იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ჩემი აზრით!
იაგო
10:23 07-01-2020
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული