რუსულმა საიტმა inkazan.ru-მ თათრეთის წარმომადგენელ კომენტატორთან, ალეკსანდ ნორდენთან, როგორც ექსპერტთან, ინტერვიუ ჩაწერა და ეს უკანასკნელი "რუბინის" ქართველ შემტევებს - ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილსაც შეეხო.
"პირველი წრის შემდეგ "რუბინის" შემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელის გამოყოფა შეიძლება. ესაა მეკარე დიუპინი, ასევე, იგორ სოროკინი. ქართველები, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი, ძალიან ტექნიკურები არიან, თუმცა თამაშის ფართო ხედვა არ გააჩნიათ. შეუძლიათ თავად წაიღონ ბურთი, დაარტყან, თუმცა, მეტწილად, საკუთარ თამაშზე არიან ორიენტირებულები. სხვა არავის გამოყოფა არ შემიძლია".