გიორგი პაპუნაშვილი "რასინგში" გადავიდა

AutoSharing Option
"სარაგოსამ" 24 წლის ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი სეზონის ბოლომდე იჯარით "რასინგში" გაუშვა.

"სარაგოსას" მწვრთნელი ვიქტორ ფერნანდესი პაპუნაშვილს იშვიათად ათამაშებდა და საბოლოოდ "რასინგში" გაანათხოვრეს.

სანტანდერული გუნდი სეგუნდა დივიზიონში ბოლოსწინა ადგილზეა და იმედი აქვთ, რომ მდგომარეობის გამოსწორებაში ჩვენებური დაეხმარებათ.

16 იანვარს "რასინგი" ლა კორუნიაში აუტსაიდერ "დეპორტივოს" შეხვდება და ალბათ, ახალ გუნდში გიორგის დებიუტი შედგება.

პაპუნაშვილი "სარაგოსაში" 2017 წელს თბილისის "დინამოდან" გადავიდა, ამ სეზონში ჩემპიონატში 11 მატჩში გოლი არ გაუტანია, თასზე კი ორივე შეხვედრაში დალაშქრა მეტოქეთა კარი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
უკვე 5 კაცი (შეიძლება მერე მეტიც) არ დამეთანხმა, რომ საშინელებაა მეორე დივიონიდან გასავარდნ გუნში აპუნაშვილის გადასვლა. თურმე ეს კარგიყოფილა ფეხბურთელის შემდგომი წინსვლისYვის.

ამ ლოგიკით ერთი ლიგით უფრო ნაკლებში უნდა გადასულიყო და უფრო კარგად წარმოჩინდებოდა, უფრო განვითარდებოდა გიორგი.

აფერუმ ლოგიკა!
იდალგო
13 იანვარი 2020 04:39
4
ასე იცის ტრამვამ, ოპერაციის მერეც ცოტა თუ იბრუნებს ძველ ფორმას. რამდენი ტალანტი უნდა დავკარგოდ, ეხლა ჩაკვეტაძეს უჭირს. მერამდენეა უკვე? არაბიძეც ნაოპერაციებია, ოქრი, ჯანო, ქვილომაც ვერ აღიდგინა ფორმა, ტაბიძე, დვალი, კაკაბა. არ ვიცი რა გვეშველება. აბუ, კვერკვე და ხოჭოლა უთამაშებლები. პლიუს ყანა ფედერაცია და ვინ დაგვწყევლა ასე მწარეთ.
vaso
13 იანვარი 2020 02:48
6
ისე მართლა არანაოპერაციევი ნაკრების ფეხბურთელი არ გვყავს ფაქტიურად, რო დავაკვირდეთ... :-/
რა მაფიაა?
13 იანვარი 2020 11:19
0
ეგ "რასინგი" სეგუნდადან ტერცერა დივიზონში რომ გავარდება, მაშინ იქნება საქმე კარგად!

სად მოხვდა , ეს რა უბედურებაა???
იდალგო
12 იანვარი 2020 23:16
8
არენდით გადავიდა და კარგია თან ეგეთ დროს მისცემენ უფრო შანსს და მთავარია ითამაშოს და ფორმაში იყო მარტშიც გვჭირდება და პაპუსც გამოადგება კარიერული თვალსაზრისით
gui
13 იანვარი 2020 01:17
3
ზამთრის თასსზე რა ინფორმაცია არ მოგეპოვებათ?
თორნიკე
12 იანვარი 2020 23:03
0

სიახლეები პოპულარული