ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი პაპუნაშვილი "რასინგში" გადავიდა

AutoSharing Option
"სარაგოსამ" 24 წლის ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი სეზონის ბოლომდე იჯარით "რასინგში" გაუშვა.

"სარაგოსას" მწვრთნელი ვიქტორ ფერნანდესი პაპუნაშვილს იშვიათად ათამაშებდა და საბოლოოდ "რასინგში" გაანათხოვრეს.

სანტანდერული გუნდი სეგუნდა დივიზიონში ბოლოსწინა ადგილზეა და იმედი აქვთ, რომ მდგომარეობის გამოსწორებაში ჩვენებური დაეხმარებათ.

16 იანვარს "რასინგი" ლა კორუნიაში აუტსაიდერ "დეპორტივოს" შეხვდება და ალბათ, ახალ გუნდში გიორგის დებიუტი შედგება.

პაპუნაშვილი "სარაგოსაში" 2017 წელს თბილისის "დინამოდან" გადავიდა, ამ სეზონში ჩემპიონატში 11 მატჩში გოლი არ გაუტანია, თასზე კი ორივე შეხვედრაში დალაშქრა მეტოქეთა კარი.