ჯანო ანანიძის დამატების სურვილი რუსულმა კლუბმა გამოთქვა, საუბარიც შედგა

AutoSharing Option
სხვადასხვა რუსული გამოცემის მიხედვით, მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, შესაძლოა, სათამაშოდ "ტამბოვში" გადავიდეს. აღნიშნული ინფორმაცია "ტამბოვის" სპორტულმა დირექტორმა პაველ ხუდიაკოვმა დაადასტურა.

აღნიშნული ტრანსფერი იმ შემთხვევაში შედგება, თუ ქართველი ნახევარმცველი "დენიზლისპორთან" ვერ შეთანხმდება. ხუდიაკოვის თქმით, საქმე იჯარას ეხება, რადგან ანანიძეს გიჟური ხელფასი აქვს და "ტამბოვი" მას ვერ გასწვდება. საუბარი მხარეებს შორის აღნიშნულ საკითხზე უკვე შედგა, თუმცა 20 იანვრის შემდეგ მოლაპარაკებები დაიწყება. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ჯანოს თურქული ამბები იქამდე არ გაირკვა.

"ტამბოვი" 21 ქულით რუსეთის პრემიერლიგის 16-კლუბიან ცხრილში მე-11
ადგილს იკავებს. გუნდში წარმოშობით ქართველი 3 ფეხბურთელი თამაშობს: ძირითადი მეკარე გიორგი შელია, საუკეთესო ბომბარდირი გიორგი მელქაძე ("სპარტაკიდან" განათხოვრებული) და ასევე ძირითადი მცველი გურამ თეთრაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ძაან მინდა ჯანომ ითამაშოს მაღალ დონეზე, მაგრამ ყველა დღე მეკარგება იმედი სამწუხაროდ
irakli
21:21 14-01-2020
1
რით ვერ ისწავლა ამ კაცმა ინგლისური, რუსულ ენას ვერ გასცდა მოკლედ რა, შესაბამისად რუსეთსაც ვერ გასცდება ვერასოდეს
ბმბ
22:56 14-01-2020
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული