ქართველების "რუბინის" მწვრთნელი: ერთი-ორი თუ მოკვდება, ჩვენ ხალხი ბევრი გვყავს

AutoSharing Option
"რუბინი", რომლის ღირსებასაც ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბექა მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი იცავენ, მეორე დღეა თურქულ შეკრებაზე იმყოფება, სადაც ახალი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ავარჯიშებს.

სლუცკი ფეხბურთელებს გაეხუმრა: "ყოჩაღ, კარგი პირველი ვარჯიშია. ვიღაცამ იკითხა: "მე არ მოვკვდები?", მოედნის იმ ნახევრიდან მესმოდა.

თუ ვინმე მოკვდება კიდეც, ჩვენ ხალხი ბევრი გვყავს".

"რუბინი" 19 ტურის შემდეგ 19 ქულით რუსეთის პრემიერლიგაში მე-13 ადგილზეა, გუნდის მწვრთნელად კი "ვიტესიდან" დათხოვნილი სლუცკი დანიშნეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ახალგაზრულის გენიოსმა მწვრთნელმა არც ერთხელ არ ათამაშა ერთად კვარაცხელია,დავითაშვილი,კოხრეიძე და ნინუა წააგო სამი მოსაგები თამაში და ჩემი საყვარელი გუნდის მწვრთნელად დანიშნეს.მეშინია რომ თავის საყვარელ ტაქტიკას–ყველა მესამე პასი მეკარეს დანერგავს,ვისაც არ გჯერათ გადაამოწმეთ
თეიმურაზ რეხვიაშვილი
22:40 21-01-2020
1
ის შედეგი რაც ამ პატარა ბიჭს აქვს ყველაფრის გათვალისწინებით მაგარია,იმათ ვისაც გულისხმობ რომ ქუხსო ის ევროპელები საოცარ პირობებში იზრდებოდნენ.ჩვენთან მოედანიც ჭირს,უახლოეს დროში სწორედ იმ ცხოვრების წესით რითაც ცხოვრობს გადაასწრებს ბევრს და მერე ალბათ ბოღმისგან გასკდები,ზუკა ბავშვიბიდან ვიცი და რასაც ეხლა აკეთებს სწორედ ის გამოარჩევს
buba-s
12:38 15-01-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული