ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქართველების "რუბინის" მწვრთნელი: ერთი-ორი თუ მოკვდება, ჩვენ ხალხი ბევრი გვყავს

AutoSharing Option
"რუბინი", რომლის ღირსებასაც ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბექა მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი იცავენ, მეორე დღეა თურქულ შეკრებაზე იმყოფება, სადაც ახალი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ავარჯიშებს.

სლუცკი ფეხბურთელებს გაეხუმრა: "ყოჩაღ, კარგი პირველი ვარჯიშია. ვიღაცამ იკითხა: "მე არ მოვკვდები?", მოედნის იმ ნახევრიდან მესმოდა.

თუ ვინმე მოკვდება კიდეც, ჩვენ ხალხი ბევრი გვყავს".

"რუბინი" 19 ტურის შემდეგ 19 ქულით რუსეთის პრემიერლიგაში მე-13 ადგილზეა, გუნდის მწვრთნელად კი "ვიტესიდან" დათხოვნილი სლუცკი დანიშნეს.

ასევე დაგაინტერესებთ