წინა სეზონი აბურჯანიამ სწორედ "ლუგოში" გაატარა, წელს კი "სევილიადან" "ტვენტეში" განათხოვრებული სათამაშო წუთებს ვერ იღებს და ერედივიზიონში, ჯამში, 217 წუთი ითამაშა.
საქართველოს ნაკრების წევრის დაბრუნება "ლუგოში" ძალიან სურთ, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია - ფეხბურთელის ხელფასი. ესპანური კლუბის გაბარიტების გათვალისწინებით, აბურჯანიას მაღალი ხელფასი აქვს და მისი დამსაქმებელი კლუბი ვალდებულია, ხელფასი სრულად დაფაროს. "ლუგოს" კი იმდენი ფული არ აქვს, აბურჯანიას ხელფასს რომ გასწვდეს.
სეგუნდა დივიზიონის მიმდინარე
სეზონში "ლუგო" არც ისე კარგად გამოიყურება და გასავარდნ ზონაშია. რაც შეეხება "ტვენტეს", არც ენსხედელები ბრწყინავენ და ერედივიზიონში მე-12-მე-13 ადგილებს "ფორტუნა სტანდარტთან" იყოფენ.