ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვარაცხელიამ თავი ახალ მწვრთნელსაც მოაწონა - ვარჯიშზე საუკეთესოდ დაასახელეს

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ვარჯიშების გასახალისებლად და ფეხბურთელებისათვის მოტივაციის მისაცემად გუნდში "ვარჯიშის MVP"-ის ტიტული შემოიღო და მესამე გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

"რუბინის" პრესსამსახურის მიხედვით, დღევანდელი, 16 იანვრის დილის ვარჯიშების მიხედვით, სამწვრთნელო შტაბმა საუკეთესოდ სწორედ ხვიჩა დაასახელა.

მოგეხსენებათ, "რუბინში" კიდევ სამი ქართველია: ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი. ყაზანური კლუბი შეკრებაზე თურქეთში, ქალაქ ბელეკში იმყოფება და ყველა ქართველი გუნდთან ერთადაა.

ასევე დაგაინტერესებთ