ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი პაპუნაშვილის დებიუტი: ქართველის გუნდი აუტსაიდერთან დამარცხდა და თავად გახდა აუტსაიდერი

AutoSharing Option
სანტანდერის "რასინგში" ნახევარმცველ გიორგი პაპუნაშვილის დებიუტი შედგა.

სეგუნდა დივიზიონის 23-ე ტურში გიორგი პაპუნაშვილის ახალი გუნდი ლა კორუნიაში 1:2 დამარცხდა ადგილობრივ "დეპორტივოსთან", რომელიც იქამდე აუტსაიდერი იყო, ამ მარცხის შემდეგ კი აუტსაიდერი "რასინგია".

გიორგი 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 2:1 იყო და თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარა, თუმცა გოლის გატანის ორი შესაძლებლობა ჰქონდა.

19 იანვარს "რასინგი" "ლას პალმასს" უმასპინძლებს.