ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ლევან შენგელიამ "ქონიასპორში" თურქეთის ჩემპიონატზე პირველი და მეტად მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.
ის "ანკარაგიუჯიუსთან" ჩემპიონატის მე-18 ტურის გასვლითი მატჩის 87-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 90+2-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, 7 იანვარს, ლევანმა "ალტინორდუსთან" ამხანაგურ მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა.
"ქონიასპორი" 18 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას ჯერჯერობით 4 ქულით დაშორდა და 26 იანვარს "გალათასარაის" უმასპინძლებს.