ლევან შენგელია 87-ე წუთზე შევიდა და 90+2-ეზე გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეს ერთი და სხვა მრავალი

ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ლევან შენგელიამ "ქონიასპორში" თურქეთის ჩემპიონატზე პირველი და მეტად მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.

ის "ანკარაგიუჯიუსთან" ჩემპიონატის მე-18 ტურის გასვლითი მატჩის 87-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 90+2-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, 7 იანვარს, ლევანმა "ალტინორდუსთან" ამხანაგურ მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა.

"ქონიასპორი" 18 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას ჯერჯერობით 4 ქულით დაშორდა და 26 იანვარს "გალათასარაის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
პირველი გოლი ამხანაგურშიც გაიტანა და ოფიციალურშიც, წარმატებები
irakli
00:45 18-01-2020
0
მწვრთნელმა მგონი დროის გასაყვანად შეუშვა...
პაპა
15:05 18-01-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული