21 წლის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა კიევის "დინამო" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა - კლუბმა მას 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი გაუწყვიტა.
ლოჩოშვილი თბილისის "დინამოს" აღზრდილია, უკრაინულ გუნდში 2017 წელს გადავიდა, მაგრამ მის რიგებში არ უთამაშია - ჯერ თბილისის "დინამოში", შემდეგ კი სლოვაკეთის "ჟილინაში" იყო განათხოვრებული.
კიევის "დინამომ" ლოჩოშვილს შემდგომ კარიერაში წარმატებები უსურვა.