რუსული მედია: ჯანო ანანიძე და "სპარტაკი" კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტს ეძებენ

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ შესაძლოა რუსული კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

რუსმა ჟურნალისტმა სერგეი ეგოროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯანო ანანიძე "სპარტაკი" კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტს ეძებენ.

"ჯანო და "სპარტაკი" კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტს ეძებენ. ნახევარმცველს კონტრაქტის დასრულებამდე 17 თვე დარჩა.

გუშინ მან "სპარტაკ 2"-თან ერთად სამედიცინო შემოწმება გაიარა და დიდი ალბათობით 22 იანვარს გუნდთან ერთად შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება.

მხარეები ჯერჯეობით ვერ შეთანხმდნენ. არადა კონტრაქტის გაწყვეტის კომპრომისული გადაწყვეტილება ყველასთვის კარგი იქნებოდა: ფეხბურთელს კომპენსაციას და კარიერის გადატვირთვის შანს მიიღებდა, კლუბი კი
გარანტირებული გადასახდელი თანხის ნაწილის ეკონომიას გააკეთებდა.

ახლა რეალურად "სპარტაკ 2"-მა გამოცდილი ფეხბურთელი მიიღო, რომელსაც ხელფასი იმაზე მეტი აქვს, ვიდრე მთელ გუნდს", - წერს ჟურნალისტი "ტელეგრამში".

27 წლის ჯანომ რუსეთის პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა. მისი წლიური ხელფასი 1.7 ლნევროა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
კაცი ორ მილიონს იღებს წელიწადში და ბათუმის დინამოში რატომ წამოვა გთხოვთ მითხარით.. ნეტა ჭკუა გამოიყენოს ერთხელ მაინც სწორად და წამოვიდეს, მაგრამ ეგ ფულის გამოა ამდენი წელი სპარტაკში და მის ამბიციებზე მიუთითებს ეგ ყველაფერი.. ასე, რომ ჩინეთშიც რომ წავიდეს არ გაგიკვირდეთ..
ზუზუ
18 იანვარი 2020 23:27
0
თურქულმა აუტსაიდერმა არ აიყვანა და ევროპის საშუალო კლასის გუნდი აიყვანს? გინდ გეწყინოთ გინდ არა არც ერთი ნორმალური გუნდი ჯანოში ფულს არ გადაყრის.ამდენი წელია პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება და თითზე ჩამოსათვლელია მაგის კარგი თამაში.
მიშა
18 იანვარი 2020 21:46
4
მე თუ მკითხავთ ჯანოსთვის ჯობია სპარტაკი ორში ითამაშოს სეზონის ბოლომდე.
მერე იჯარით დინამო ბათუმში წამოვიდეს და მომდევნო ზამთრის ტრანსფერებამდე ითამაშოს ბათუმში.
ასე ფორმაშიც შევა, სათამაშო პრაქტიკა ექნება და ნორმალურ ევროპულ კლუბშიც გადავა.
სპარტაკიც იხეირებს, დინამო ბათუმიც, საქართველოს ნაკრებიც და თვითონ ჯანოც!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
18 იანვარი 2020 19:47
1
სულ ამ ხელფასზე რატო ამახვილებთ ყურადღებას ყოველ სტატიაში? მეტიც უნდა ქონდეს ხელფასი რატო 10 იმდენი არააქ ფულის მეტი რა აქვთ რუსებს და ნუ გშურთ ჯანოს ხელფასით. ჯანო ველოდებით შენ ფორმაში ჩადგომას ნაკრებს ჭირდები...
Lasha
18 იანვარი 2020 19:11
4
ამას რუსული გამოცემა წერს
ლაშა
18 იანვარი 2020 21:13
1
არ ვიცი ვის უნდა დასჭირდეს ესეთი ფეხბურთელი სერიოზულ გუნდზე მაქვს ლაპარაკი.ფიზიკურად ძალიან სუსტია და ვერ გაუძლებს დატვირთვებს.
Faust
18 იანვარი 2020 19:03
3
137-ე სერიის დასასრული
ემრე
18 იანვარი 2020 18:34
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული