შანსი ქვილითაიასთვის - იარემჩუკი 3 თვე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"გენტის" უკრაინელ ბომბარდირს, რომან იარემჩუკს დღეს აქილევსის მყესზე ოპერაციას გაუკეთებენ და ბელგიური HLN-ის ცნობით, დაახლოებით სამი თვე მოუწევს უქმობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სეზონში პრაქტიკულად თამაშს ვეღარ შეძლებს.

იარემჩუკმა "გენტში" მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 17 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

იარემჩუკის არყოფნაში შანსი გიორგი ქვილითაიას მიეცემა, რომელიც მწვრთნელმა იეს ტორუპმა გუშინ "მუსკრონთან" მოგებულ მატჩში (3:1) ძირითად შემადგენლობაში დააყენა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მამუკაევიჩ დავაი შებერე! მარტში საუკუნის თამაში გვაქ! ფორმაში უნდა იყო 200%.
c
19 იანვარი 2020 22:30
2
ორმაგი შანსი. ერთი ის რომ ქვილითაია მეტს ითამაშებს და ფორმაში შევა მეორე ის რომ იარემჩუკის გარეშე უკრაინა შესამჩნევლად დასუსტდება და ევროპის ჩემპიონატზეც ადვილად მოვუგებთ)))
იაგო
19 იანვარი 2020 20:57
19
ბრავო იაგო))))
ჯაფარი
20 იანვარი 2020 11:47
1
გუშინ ვუყურე გენტის თამაშს და ქვილითაია ფორმისგან ძალიან შორსაა, რომ იტყვიან 100% შანსიო მასეთი გაუშვა ხელიდან, ვერგატანა არაფერი არ იყო იმ მომენტის მერე ძალიან აიჭრა და ვაფშე ვერაფერს ვეღარ შვრებოდა. აშკარად სჭირდება ფსიქოლოგი რომელიც მოამზადებს ფსიქოლოგიურად, დარწმუნებული ვარ 2 გოლი რომ გაიტანოს და ტრავმამ არ შეაწუხოს ბელგიაში ამის გაჩერება ძალიან ძნელი იქნება, რადგან ორთაბრძოლების 60% იგებს და ბურთს კარგად ინარჩუნებ, რასაც ძალიან კარგად ახერხებდა იმ მომენტამდე რაც ერთი-ერთზე ვერ გაიტანა, მერე თანაგუნდელსაც ეკინკლავა კიდეც მაღალი ბურთისთვის ბრძოლისას ხელი შეუშალა. ქვილითაიას მივმართავ თუ კითხულობ ამ კომენტარებს, მინდა ერთი რჩევა მოგცე. თამაშის დაწყებამდე დაგეგმე რის გაკეთება გინდა მოედანზე და ისე გადი სათამაშოდ, შენ უნდა იცოდე მინიმუმი და მაქსიმუმი რისთვისაც გადიხარ მინდორზე, მნიშვნელობა არ მიანიჭო იმას თუ რამდენი წუთია დარჩენილი ან რა ანგარიშია იგებ თუ აგებ, პროგრამა მინიმუმი შეასრულე რასაც დაგეგმავ და იბრძოლე რომ მაქსიმუმიც შეასრულო. სულით და გულით გგულშემატკივრობთ შენ და ჩაკვეს ღმერთი თქვენსკენ.
roma bejanidze
19 იანვარი 2020 20:13
1
კარგია შევა ფორმაში, წარმატებები გიოს.....
Lasha
19 იანვარი 2020 18:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული