ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

შანსი ქვილითაიასთვის - იარემჩუკი 3 თვე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"გენტის" უკრაინელ ბომბარდირს, რომან იარემჩუკს დღეს აქილევსის მყესზე ოპერაციას გაუკეთებენ და ბელგიური HLN-ის ცნობით, დაახლოებით სამი თვე მოუწევს უქმობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სეზონში პრაქტიკულად თამაშს ვეღარ შეძლებს.

იარემჩუკმა "გენტში" მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 17 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

იარემჩუკის არყოფნაში შანსი გიორგი ქვილითაიას მიეცემა, რომელიც მწვრთნელმა იეს ტორუპმა გუშინ "მუსკრონთან" მოგებულ მატჩში (3:1) ძირითად შემადგენლობაში დააყენა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ