ტაჯიკეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, აღნიშნული ქვეყნის ფუტსალის ეროვნული ნაკრების მწვრთნელად ალექსანდრე ძაბირაძე დაინიშნა.
44 წლის ქართველი მწვრთნელი სერბ დეიან დედოვიჩს ჩაანაცვლებს და აზიის მოახლოებულ ჩემპიონატზე გაიყვანს ცენტრალური აზიის წარმომადგენელი ქვეყნის გუნდს.
ალექსანდრე ძაბირაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 65 მატჩი აქვს ჩატარებული, სამწვრთელო დონეზე კი საკმაოდ ძლიერი "ტატიშვილის" დამრიგებელი გახლდათ.
აზიის ჩემპიონატს ფუტსალში თურქმენეთის დედაქალაქი აშხაბადი უმასპინძლებს. შეჯიბრება 26 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით გაიმართება და ქართველი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი ტაჯიკეთის ნაკრები ჯგუფში თურქმენეთს, ვიეტნამსა და ომანს შეხვდება.