სლუცკი: ზურიკო დავითაშვილი "ათიანის" პოზიციაზე შესანიშნავია

AutoSharing Option
ანტალიაში შეკრებაზე მყოფმა "რუბინმა" პირველ საკონტროლო შეხვედრაში 1:0 დაამარცხა გდანსკის "ლეხია". ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი სასტარტოში იყვნენ. პირველი შესვენების შემდეგ შეცვალეს, ხოლო მეორე - 58-ე წუთზე. კლუბის საიტის ცნობით, ორივეს ჰქონდა მომენტები, მაგრამ ვერ გამოიყენეს.

ნამატჩევს კომენტარი ყაზანური გუნდის ახალმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა.

"განსაკუთრებით პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციების რეალიზებას ვცდილობდით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. ხანდახან ერთს ამუშავებ და სულ სხვა გამოგდის. ჩვენ ამოცანას თავი გავართვით.

დავითაშვილი ვარჯიშებზე "ათიანის" პოზიციაზე შესანიშნვად გამოიყურებოდა და ეს მისი
მშობლიური პოზიციაა, ნაკრებშიც. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ. ამ პოზიციაზე ორგანულად გამოიყურება, შეტევაშიც და დაცვაშიც".

25 იანვარს, "რუბინი" მეორე ამხანაგურ მატჩში სლოვაკეთის "სლოვანს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული