ანანიძეს ბერძნული ვარიანტი გამოუჩნდა, "სპარტაკს" კი მისი გაშვება არც ისე იაფი დაუჯდა

AutoSharing Option
სხვადასხვა რუსული მედიასაშუალების მიხედვით, მოსკოვის "სპარტაკს" ქართველ ნახევარმცველ ჯანო ანანიძესთან კონტრაქტის გაწყვეტა 1 მილიონი ევრო დაუჯდა.

ამის მიღმა კი რუსები წერენ, რომ ქართველი ფეხბურთელი შესაძლოა ბერძნულ აეკში აღმოჩნდეს, რომელსაც იტალიელი სპეციალისტი მასიმო კარერა წვრთნის.

სწორედ კარერა იყო "სპარტაკის" დამრიგებელი მოსკოვური კლუბისთვის საჩემპიონო წელს და ძალიან კარგად იცნობს ჯანოს შესაძლებლობებს. რუსული გამოცემების მიხედვით, სწორედ იტალიელი არის დაინტერესებული ჯანოს აეკში ტრანსფერით.

საქართველოს ნაკრებისთვის ანანიძე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ეროვნული გუნდისთვის რაც მალე იპოვის ფეხბურთელი გუნდს, მით უკეთესი იქნება. ჯანოს ბევრი სათამაშო წუთი და
სასურველ ფორმაში შესვლა სჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა დაწერე ქრისტიანო,ვერც თავი გავიგე ვერც ბოლო...
G.l.
19:39 22-01-2020
2
აეკ-ში დასვამენ სკამზე. კარერას ორი წელიწადი სპარტაკში სკამზე ჰყავდა. აეკი სერიოზული ამბიციის კლუბია. წინა სეზონში საბერძნეთში მესამე ადგილზე გავიდნენ. ანანიძის მსგავსი ერთტაიმიანი ფეხბურთელი არ სჭირდებათ. გადავიდეს კვიპროსიში აობებს, ქეცბაიასთან იტამაშებს ცოტას შეცვლებზე. ა
ანანიძის ფიზიკური კონდიციების ადამიანი ძირითადში ევროპაში ვერსად ვერ მოხვდება (მეორე-მესამე ლიგების გარდა)
გელა ნუგზარაშვილი
18:57 22-01-2020
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული