ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ანანიძეს ბერძნული ვარიანტი გამოუჩნდა, "სპარტაკს" კი მისი გაშვება არც ისე იაფი დაუჯდა

AutoSharing Option
სხვადასხვა რუსული მედიასაშუალების მიხედვით, მოსკოვის "სპარტაკს" ქართველ ნახევარმცველ ჯანო ანანიძესთან კონტრაქტის გაწყვეტა 1 მილიონი ევრო დაუჯდა.

ამის მიღმა კი რუსები წერენ, რომ ქართველი ფეხბურთელი შესაძლოა ბერძნულ აეკში აღმოჩნდეს, რომელსაც იტალიელი სპეციალისტი მასიმო კარერა წვრთნის.

სწორედ კარერა იყო "სპარტაკის" დამრიგებელი მოსკოვური კლუბისთვის საჩემპიონო წელს და ძალიან კარგად იცნობს ჯანოს შესაძლებლობებს. რუსული გამოცემების მიხედვით, სწორედ იტალიელი არის დაინტერესებული ჯანოს აეკში ტრანსფერით.

საქართველოს ნაკრებისთვის ანანიძე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ეროვნული გუნდისთვის რაც მალე იპოვის ფეხბურთელი გუნდს, მით უკეთესი იქნება. ჯანოს ბევრი სათამაშო წუთი და
სასურველ ფორმაში შესვლა სჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ