ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

sports.ru: ჯანო - დიდი "სპარტაკული" ფეხბურთელი - მისი თამაში ციფრებით არ განიზომება

AutoSharing Option
sports.ru-მ წერილი მიუძღვნა ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს, რომელმაც "სპარტაკთან" კონტრაქტი გაწყვიტა და "ანორთოსისში" გადადის.

ჯანო - დიდი "სპარტაკული" ფეხბურთელი. ყურადღებას ნუ მიაქცევთ ეფექტურობასა და ციფრებს

ვწუხვართ მისი წასვლის გამო

ყველაფერი გასაგებია კონტრაქტში ფულისა და ტრავმების შესახებ - მაგრამ ბოლო ათწლეულში ის ყველაზე "სპარტაკული" ფეხბურთელი იყო. ის ერთადერთია, რომელიც ადვილად შეერწყმოდა 1949 წელს მწვრთნელ დანგულოვის შემადგენლობას. უბრალოდ იმიტომ, რომ მოედანზე აზროვნებს, ასეა მოწყობილი მისი გადაცემები.

რა თქმა უნდა, ჩერენკოვის ასეთი როლისათვის მას მეტი ეფექტურობა სჭირდებოდა. ეს ყველაფერი მართალია. სიმართლეა ისიც, რომ მისი
თამაში ციფრებით არ განიზომება. კარგი, დაე, ნებისმიერი თამაში ციფრებით განისაზღვროს, მაგრამ ჯანოს ციფრებს ჩვენ არაფრად მივიჩნევთ.

სხვა სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ჯანო ძალიან დამოკიდებული მოთამაშეა. არა იმიტომ, რომ მის ზურგსუკან მარტოებმა უნდა ათრიონ კარადა ან როიალი, ხანდახან კი ორი საყრდენი - უფრო იმიტომ, რომ მისი გადაცემები გარკვეულ საერთო გუნდურ მოძრაობას მოითხოვს. როგორც კრუიფისეულ მაგალითზე (თავისუფალი თარგმანი ჰოლანდიურიდან): "ეს მე კი არ გავაკეთე არაზუსტი გადაცემა, არამედ შენ უნდა ყოფილიყავი იქ".

ეს ძალიან სპეციფიკური უნარია, თამაშის ძალიან სპეციფიკური ტიპი. მაგალითად, ბაკაევს შესანიშნავი ვერტიკალური პასი აქვს, სწრაფი კონტრშეტევისას კარგად ხედავს მოედნის საჭირო ნაწილს. თუმცა ჯანოს რგოლებს შორის პასის გაკეთება ეხერხება, "ვიწრო, ჩაკეტილი ოთახებიდან" გასვლა. ის მუდმივად ეძებს ასეთ გადაცემას - ეს არის სწორედ სკოლა, საფეხბურთო აღზრდა.

ასეთ ფეხბურთელს ხშირად la pausa სჭირდება - მოედანზე წამიერი შეყოვნება, ვიდრე საჭირო დერეფანი გაიხსნება და პასის გაკეთება გახდება შესაძლებელი. ამაში მდგომარეობდა უკანასკნელ თვეებში ჯანოს პრობლემა - შენ ხედავ, სად უნდა გააკეთო პასი, მაგრამ არავინ გარბის.

ის მოედანზე "ცოცხლად" ხშირად არ მინახავს. ამიტომ მთავარ მოგონებად დარჩება 7 წლის წინ "ლოკომოტივთან" ჩატარებული მატჩი. ჯანომ მაშინ გაიტანა, თუმცა თვალწინ სულ სხვა მომენტი მიდგას: ის საკუთარ კართან 5 მეტრის მანძილზეა, მეტოქის ნახევრისკენ პრაქტიკულად, ზურგით; ორი მოწინააღმდეგე მჭიდროდ მეურვეობს - და მაშინ ერთი მოძრაობით ახერხებს მოტრიალებას და ისეთი პასის გაკეთებას, რომ მისი თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ გადის. გილერმე თავდამსხმელს წესების დარღვევით აჩერებს, გაძევება და თამაში მოგებულია.

ასევე დაგაინტერესებთ