ოფიციალურად: ჯანო ანანიძე "ანორთოსისის" ფეხბურთელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკვე ოფიციალურად - 27 წლის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კარიერას "ანორთოსისში" გააგრძელებს.

ფამაგუსტურმა კლუბმა ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა.

ჯანომ "სპარტაკთან" გუშინ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა ხელშეკრულება. ის მოსკოვური გუნდის ღირსებას 2009 წლიდან იცავდა, ამ სეზონში კი რუსეთის ჩემპიონატის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ტრანსფერის ინიციატორი "ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა. "ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერია. მის ღირსებას გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა იცავენ.

ანანიძემ განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტული ევროპულ გუნდში თამაში იყო; თურქული, რუსული და ბერძნული კლუბები იწვევდნენ,
მაგრამ "ანორთოსისში" გადასვლაში ქეცბაიამ იქონია დიდი გავლენა, თან ჩემპიონობისათვის იბრძვიან და გულშემატკივრებს კარგ და შედეგიან თამაშს დაჰპირდა.

მკითხველის კომენტარები / 39 /
ქეცბა იმენა მგელი ხარ.იქნება მოხოდო ბიჭები.ანორთოსის ჩემპიონობას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს კიდევ ევროპაზე გასვლას.წარმატებები
დდდ
23:40 22-01-2020
1
ალალი და მართალი ადამიანები უჭკუო უმრავლესობის მიერ ყოველთვის იჩაგრებოდნენ, მაგრამ მათი სიდიდე იმაშია რომ არც სიმართლეს ღალატობენ და არც უჭკუოების აზრი ანტირესებთ... ქეცბაია მთელი გულით და სულით არის სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი და ამის არ დანახვა შეუძლებელია თუ საერთოდ რაიმეს დანახვა შეგიძლია. ძალიან მარტივად შეუძლია ჩვენი ბიჭების დონის ფეხბურთელები სხვაგან იშოვოს მაგრამ ჩვენები წაიყვანა (დავიწყებული დაუშვილო ფეხბურთს დაუბრუნა) ათამაშებს და ამით საქართველოს ნაკრებს ეხმარება თან გააზრებულად ეხმარება, აბა ეხლა ამ დროს, იანვარში ბროლის ჯანოს ვინ წაიყვანდა გუნდში? 260 000 000 ლარი პირადა შენთვის რო მოეცად თემურ თავს დავდებ ჩვენი ფეხბურთისთვის უფრო მეტი გაკეთდებოდა ვიდრე დღეს არის ან 2021 იქნება გაკეთებული.. ჩვენი ნაკრების ევროპაზე გასვლა შენი დამსახურება უფრო იქნება ვიდრე ამათი (ვაისს არ ვგულისხმობ) დიდი მადლობა თემურ!!!
გიორგი
02:55 23-01-2020
5

სიახლეები პოპულარული