"სპარტაკის" ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი ტიხონოვმა გუნდიდან ჯანო ანანიძის წასვლაზე გააკეთა კომენტარი.
"როდესაც ფეხბურთელი 10-11 წელი იმყოფება კლუბში, რაღაც კვალს ტოვებს. ჯანომ კი მართლაც რიგიანი კვალი დატოვა.
უკანასკნელ წლებში საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, მაგრამ იყო მატჩები, როდესაც გუნდი გადაარჩინა. ის ტრავმებისადმი ძალიან მიდრეკილი ფეხბურთელია, რადგან უყვარს ბურთის თრევა, სწრაფია. ასეთების წინააღმდეგ, როგორც წესი, ხისტად თამაშობენ. ანანიძე 4-5 შეხვედრას ჩაატარებს და შემდეგ ტრავმას იღებს. როდესაც სისტემატურად ვარდები ძირითადი შემადგენლობიდან, ვიღაც შენს ადგილს იკავებს.
შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ჯანოს წასვლასთან ერთად "ოქროს სპარტაკის"
რაც შეეხება გულშემატკივართა დამოკიდებულებას, დღეს მათ უყვარხარ, ხვალ კი იტყვიან, რომ უკვე შენი წასვლის დროა", - განუცხადა ტიხონოვმა "Матч ТВ"-ს.