ლეფსაია: ხანგრძლივვადიან ხელშეკრულებას გვთავაზობდნენ - არ გვინდოდა, თავი შეგვეზღუდა

AutoSharing Option
ნახევარმცველ ჯანო ანანიძის აგენტმა თეიმურაზ ლეფსაიამ თავისი კლიენტის "ანორთოსისში" გადასვლაზე "სპორტ-ექსპრესთან" ისაუბრა.

- გადაწყვეტილების მიღებაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი "ანორთოსისის" მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ფაქტორმა ითამაშა. ის კარგა ხანია იცნობს ჯანოს, იცის მისი შესაძლებლობები და იცის, რა შეიძლება მისგან მოითხოვოს. ასეთი ფეხბურთელი სჭირდებოდა. პლუს, "ანორთოსისში" ანანიძის თანანაკრებელები ასპარეზობენ. ჩვენ უფრო მაცდუნებელი წინადადებები გვქონდა, ფინანსური მოსაზრებით გაცილებით მომხიბვლელი, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ახლა რაც შეიძლება მეტი მატჩების ჩატარება და კარიერის გადატვირთვაა საჭირო.

ჯანო 27 წლისაა, მაღალ დონეზე კიდევ კარგა ხანს მოუწევს თამაში. ასევე მნიშვნელოვანია,
რომ "ანორთოსისი" ამ სეზონში ჩემპიონობის რეალური პრეტენდენტია. ჩემპიონობისათვის ბრძოლა კი სატურნირო ცხრილის შუაში წვალებაზე უფრო საინტერესოა. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისთვის ბრძოლა გავარდნის პერსპექტივას სჯობს.

- სწორად გავიგე, რომ კლუბმა და ფეხბურთელმა შეთანხმებას ძალიან მალე მიაღწიეს?
- დიახ. "სპარტაკთან" კონტრაქტის გაწყვეტაც ადვილად მოხდა, ჩვენ არავისთან არ გვივაჭრია, ყველა პირობა მივიღეთ. ჯანო ისეთი ბიჭია, ვისთვისაც ადამიანური ურთიერთობები და სწორი მუშაობა უფრო მნიშვნელოვანია.

- კონტრაქტი სეზონის ბოლომდე რატომ გაფორმდა?
- უფრო ხანგრძლივვადიან ხელშეკრულებას გვთავაზობდნენ, მაგრამ ოპტიმალურად ეს ვარიანტი მივიჩნიეთ. თუ ჯანოს აქ მოეწონა, არაა გამორიცხული, რაღაც პერიოდი კიდევ დარჩეს. ჯანო და მთელი საქართველო პლეი-ოფიდან ევრო 2020-ზე მოხვედრას იმედოვნებენ. ამიტომ მივიღეთ ნახევარწლიანი კონტრაქტის გაფორმების გადაწყვეტილება, შემდეგ კი ვნახავთ, როგორი ვარიანტები შეიძლება გამოჩნდეს. არ გვინდოდა, თავი ხანგრძლივი ვალდებულებით შეგვეზღუდა.

- როდის შეძლებს ჯანო თამაშს?
- "ანორთოსისი" კვირას "ომონიას" ხვდება. ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა მის რაც შეიძლება მალე ასპარეზობას ვიმედოვნებთ. აუცილებელია, ფორმაში ჩადგეს - "სპარტაკმა" ხომ არ წაიყვანა შეკრებაზე, ინდივიდუალურად ინარჩუნებდა კონდიციებს. დროა საჭირო, მაგრამ ოპტიმისტურადაა განწყობილი და უახლოეს ხანში გუნდისთვის სარგებლის მოტანას იმედოვნებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მთელი მსოფლიოს მოთამაშეები წვალობენ, რომ რაც შეიძლება დიდ ხნიანი კონტრაქტი მიიღონ და თურმე ესენი ,,თავს არ იზღუდავენ"
ავიმუსაიფი
13:26 02-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული