ანანიძე თავიდან სხვისი გვარით თამაშობდა - "სპარტაკის" სკაუტების ყოფილი შეფი

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" სკაუტების ყოფილმა შეფმა ალეკსანდრ ავერიანკოვმა Матч ТВ-სთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველ ნახევარმცველ ჯანო ანანიძეზეც გააკეთა კომენტარი.

- სულ ცოტა ხნის წინ "სპარტაკი" ჯანო ანანიძეს დაემშვიდობა. როგორია თქვენი დამოკიდებულება?
- ის პირველად დუბლების მაშინდელმა ადმინისტრატორმა ვიაჩესლავ კრილოვმა შენიშნა რუსეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების თამაშზე. დამირეკა: "ძალიან საინტერესო ბიჭია, მოდი, ნახე". ჩვენ მეორე შეხვედრას დავესწარით, ჯანო მოგვეწონა, შემდეგ იურმალისა და ავსტრიის ტურნირებზე დავაკვირდით და ბოლოს და ბოლოს სინჯებზეც ჩამოვიდა.

- "სპარტაკის" აკადემიის ერთ-ერთმა მწვრთნელმა გვითხრა, რომ თავიდან ჯანო სხვისი გვარით თამაშობდა...
- სინჯების
დროს ის ჩვენს სამოყვარულო გუნდში შევიყვანეთ მოსკოვის პირველობაზე. ის გუნდის წევრი არ იყო, ამიტომ სხვისი გვარით ითამაშა. ყველას აჯობა და ორი გოლი გაიტანა. ჩვენ დიდხანს ვიცინოდით: "იმ ბიჭს, ვისი გვარითაც თამაშობდა, გოლი არასდროს ჰქონდა გატანილი, ახლა კი ასეთი თამაში ვნახეთ!"

ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელიდან, რომლის თამაშისთვისაც თვალი მიმიდევნებია, ჯანო ყველაზე პერსპექტიული იყო. მის სათამაშო ინტელექტსა და შესრულებას აღფრთოვანებაში მოვყავდი. მაშინ "სპარტაკის" აკადემიაში ასეთი ბიჭები, უბრალოდ, არ იყვნენ.

ჯანო ჩემი ტკივილია.

- რატომ?
- მას იმიტომ არ უთამაშია, რომ არ შეეძლო. ჯანო პოტენციალით ჩვენს ყველა აღზრდილს ჯობდა, თუმცა რეალიზება ვერ მოახერხა. ანანიძემ საკუთარ თავს ვერ აჯობა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნეტა ბიჭო მოგცლიათ თქვენ რააა. მეტი სადარდებწლი არ გაქვთ? მიხედავ ეგ თქვენი ჯანო თავის თავს რამენაირად თქვენ იკითხეთ თორე
pipinia
00:09 03-02-2020
1
აათამაშოს თემომ და გავიდეთ ევროპაზე მერე ნახეთ რას ინანებენ სპარტაკი.
ტეტე1234
20:59 26-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული