ტორუპი ამბობს, რომ შესაძლოა, "გენკთან" ჩაკვეტაძე და ქვილითაია სასტარტოში დააყენოს

AutoSharing Option
დღეს, 25 იანვარს, "გენტი" "გენკს" უმასპინძლებს და მატჩის წინ გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა ისაუბრა.

"ეს უკვე ის გუნდი არ არის, რომელიც სეზონის დასაწყისში დავამარცხეთ. მის ბოლო შეხვედრებს ვუყურე და ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ძალიან მოუმატეს. ეს დაპირისპირება ბევრ რამეს გადაწყვეტს. თამაში არა 45, არამედ 90 წუთი უნდა ვაკონტროლოთ.

ირემჩუკის ტრავმის გამო სხვა ვარიანტების ძებნა მოგვიწია. ვერ გეტყვით, როგორი შემადგენლობით ჩავატარებთ შემდგომ 10 შეხვედრას. კვირიდან კვირამდე შევარჩევ სასტარტოს. 20 წლის ანდერსონ ნიანგბოს დავაკვირდები, სხვებსაც. დეპუატრმა და ქვილითაიამ "მუსკრონთან" მაჩვენეს, რომ ერთად თამაში
შეუძლიათ. შეგვიძლია დავიდთან ერთად 3 თავდამსხმელით ან ორი უკანდახეული ფორვარდით ვითამაშოთ. არ ჩამოვყალიბებულვარ. რამდენიმე ვარიანტი მაქვს".

ტორუპს არ უხსენებია, თუმცა ორი უკანდახეული თავდამსხმელით თამაშისას აშკარად გიორგი ჩაკვეტაძე იგულისხმა, რომელიც ასევე შეყვანილია "გენკთან" შეხვედრის განაცხადში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მეხელენის დონეა ეს ქვილითაია! სიმართლეს გაუმარჯოს!
Taisona
09:09 25-01-2020
12
თავდამსხმელი გოლზე და კარში დარტყმაზე უნდა იყოს დაგეშილი, მისი მთავარი საფიქრალი როგორმე კარისკენ ბურთის გაშვება უნდა იყოს, ქვილითაია კი თავდასხმაში საყრდენი ნახევარმცველივით თამაშობს. უფრო მეტი აგრესიაა საჭირო. ჩაკვეტაძე ბევრად შესუსტებულია ტრავმის შემდეგ, თუმცა მისი დიდი იმედი მაქვს რომ უფრო ძლიერიც გახდება ვიდრე იყო.
Gerge
14:12 25-01-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული