ტორუპი ამბობს, რომ შესაძლოა, "გენკთან" ჩაკვეტაძე და ქვილითაია სასტარტოში დააყენოს

AutoSharing Option
დღეს, 25 იანვარს, "გენტი" "გენკს" უმასპინძლებს და მატჩის წინ გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა ისაუბრა.

"ეს უკვე ის გუნდი არ არის, რომელიც სეზონის დასაწყისში დავამარცხეთ. მის ბოლო შეხვედრებს ვუყურე და ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ძალიან მოუმატეს. ეს დაპირისპირება ბევრ რამეს გადაწყვეტს. თამაში არა 45, არამედ 90 წუთი უნდა ვაკონტროლოთ.

ირემჩუკის ტრავმის გამო სხვა ვარიანტების ძებნა მოგვიწია. ვერ გეტყვით, როგორი შემადგენლობით ჩავატარებთ შემდგომ 10 შეხვედრას. კვირიდან კვირამდე შევარჩევ სასტარტოს. 20 წლის ანდერსონ ნიანგბოს დავაკვირდები, სხვებსაც. დეპუატრმა და ქვილითაიამ "მუსკრონთან" მაჩვენეს, რომ ერთად თამაში
შეუძლიათ. შეგვიძლია დავიდთან ერთად 3 თავდამსხმელით ან ორი უკანდახეული ფორვარდით ვითამაშოთ. არ ჩამოვყალიბებულვარ. რამდენიმე ვარიანტი მაქვს".

ტორუპს არ უხსენებია, თუმცა ორი უკანდახეული თავდამსხმელით თამაშისას აშკარად გიორგი ჩაკვეტაძე იგულისხმა, რომელიც ასევე შეყვანილია "გენკთან" შეხვედრის განაცხადში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
genti vs genk ლინკი თუ ვინმემ იცით დადეთ მადლობა წინასწარ
გიორგი
25 იანვარი 2020 22:48
0
ირაკლი მოდებაძეს რომ გოლი გოლზე გაჰქონდა დილაში თამაშის დროს ერთი მატჩი არ აღიარეს ნაკრების მაისურით! ნიკა გელაშვილი ან კაჭარავა რით ჯობნიდნენ? იგივე სიტუაციაა ახლაც! ეროვნულ ჩემპიონატში მოიძებნება ერთი ისეთი თავდამსხმელი რომელსაც კარებში დარტყმის არ ეშინია!
Taisona
25 იანვარი 2020 16:47
5
თავდამსხმელი გოლზე და კარში დარტყმაზე უნდა იყოს დაგეშილი, მისი მთავარი საფიქრალი როგორმე კარისკენ ბურთის გაშვება უნდა იყოს, ქვილითაია კი თავდასხმაში საყრდენი ნახევარმცველივით თამაშობს. უფრო მეტი აგრესიაა საჭირო. ჩაკვეტაძე ბევრად შესუსტებულია ტრავმის შემდეგ, თუმცა მისი დიდი იმედი მაქვს რომ უფრო ძლიერიც გახდება ვიდრე იყო.
Gerge
25 იანვარი 2020 14:12
0
აბა ბიჭო,ერთი გამტანი თავდამსხმელი ვერა და ვერ გვეღირსა!!! აგერ ახალგაზრდა ნორვეგიელი,მგელივით ბიჭია,ზუსტად ქვილითაიას კომპლექციის,მაგრამ რა სისწრაფე,რა პოზიციის შერჩევა,რა დაგვირგვინება!!!ამას არც სისწრაფე,არც კარზეა დაგეშილი,რავი რავი...აგერ როგორც იქნა მიეცა შანსი და იმედია გამოიყენებს,აშკარად მოსამატებელი აქვს.
Gerge-ს
25 იანვარი 2020 19:56
0
მეხელენის დონეა ეს ქვილითაია! სიმართლეს გაუმარჯოს!
Taisona
25 იანვარი 2020 09:09
12
და რა მაგით რომ მეხელენის დონეა? რა დონეც არ უნდა იყოს, მეტი დავდამსხმელი გვყვავს? იქნებ იცი ასეთი?
გიორგი
25 იანვარი 2020 14:54
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული