ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ტორუპი ამბობს, რომ შესაძლოა, "გენკთან" ჩაკვეტაძე და ქვილითაია სასტარტოში დააყენოს

AutoSharing Option
დღეს, 25 იანვარს, "გენტი" "გენკს" უმასპინძლებს და მატჩის წინ გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა ისაუბრა.

"ეს უკვე ის გუნდი არ არის, რომელიც სეზონის დასაწყისში დავამარცხეთ. მის ბოლო შეხვედრებს ვუყურე და ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ძალიან მოუმატეს. ეს დაპირისპირება ბევრ რამეს გადაწყვეტს. თამაში არა 45, არამედ 90 წუთი უნდა ვაკონტროლოთ.

ირემჩუკის ტრავმის გამო სხვა ვარიანტების ძებნა მოგვიწია. ვერ გეტყვით, როგორი შემადგენლობით ჩავატარებთ შემდგომ 10 შეხვედრას. კვირიდან კვირამდე შევარჩევ სასტარტოს. 20 წლის ანდერსონ ნიანგბოს დავაკვირდები, სხვებსაც. დეპუატრმა და ქვილითაიამ "მუსკრონთან" მაჩვენეს, რომ ერთად თამაში
შეუძლიათ. შეგვიძლია დავიდთან ერთად 3 თავდამსხმელით ან ორი უკანდახეული ფორვარდით ვითამაშოთ. არ ჩამოვყალიბებულვარ. რამდენიმე ვარიანტი მაქვს".

ტორუპს არ უხსენებია, თუმცა ორი უკანდახეული თავდამსხმელით თამაშისას აშკარად გიორგი ჩაკვეტაძე იგულისხმა, რომელიც ასევე შეყვანილია "გენკთან" შეხვედრის განაცხადში.

ასევე დაგაინტერესებთ