ლორია ჯანოს ტრანსფერმა გაახარა და ნაკრების ისტორიული გამარჯვების მოლოდინშია

AutoSharing Option
"სოვეტსკი სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში "ანორთოსისის" მეკარე გიორგი ლორიამ მათ გუნდში ნახევარმცველ ჯანო ანანიძის გადასვლაზე და საქართველოს ნაკრების ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსებზე ისაუბრა:

"ჯანოს გადმოსვლამ ძალიან გამახარა. დარწმუნებული ვარ, "სპარტაკთან" განშორება, სადაც მრავალი წელი გაატარა, ძალინ რთული იყო. მე და ჩემს პარტნიორებს "ანორთოსისში" ძალიან გვახარებს ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელის დამატება. ის ნებისმიერ გუნდს გამოადგებოდა.

ჩვენმა ლიდერობამ ბევრი გააკვირვა, ზაფხულში ხომ "ანორთოსისის" შემადგენლობა 90%-ით შეიცვალა. დიახ, ჩვენ თავად გავუკეთეთ საკუთარ თავს პატარა სიურპრიზი, რადგან ახალი გუნდისგან, როგორც წესი, უცბად არავინ არ ელის
შედეგს. თუმცა, ჯერ ჩემპიონობაზე ლაპარაკი ადრეა, წინ ნახევარი სეზონია.

რომ არა ტრავმები, ჯანო "სპარტაკში" ხშირად და სასარგებლოდ ითამაშებდა. მუდმივი ტრავმების შემდეგ ხანგრძლივმა აღდგენებმა არ მისცა მას თავისი პოტენციალის ბოლომდე გამომჟღავნების საშუალება.

შეძლებს თუ არა ის "ანორთოსისში" სწრაფად დამკვიდრებას? უდავოდ. მნიშვნელობა არა აქვს, შეტევაში რამდენი შემქნელი ფეხბურთელი გყავს - ჯანოს დარი ფეხბურთელი აუცილებლად სასარგებლო იქნება.

კვიპროსში მისი ადაპტაცია? საერთოდ უპრობლემოდ! იმდენი ქართველები ვართ, ეს საკითხი არც განიხილება (იცინის).

ერთა ლიგის "ოთხთა ფინალი"? აქ ყველაფერი მარტივი და გასაგებია: თუ ჩვენს დივიზიონში ნახევარფინალსა და ფინალს მოვიგებთ, ევროპის ჩემპიონატზე მივფრინავთ. პირველი მატჩი ბელარუსთან გვაქვს - კენჭისყრაზე გაგვიმრთლა, რომ მასპინძლები ვართ. თუ მოვიგებთ, ფინალსაც სახლში ჩავატარებთ.

რა თქმა უნდა, მთელი ქვეყანა ამ მატჩების მოლოდინშია! საქართველოს უდიდეს ტურნირზე მოხვედრის ასეთი შანსი არასოდეს არ ჰქონია. ამიტომ ყველანი მარტის ბოლოს ველით. ვემზადებით და იმაზე ვფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია გამარჯვების მთელი საქართველოსათვის მოპოვება".

altანანიძე თავიდან სხვისი გვარით თამაშობდა - "სპარტაკის" სკაუტების ყოფილი შეფი

altმოსკოვის "სპარტაკმა" ჯანო ანანიძეს ვიდეო მიუძღვნა [VIDEO]

altგიორგი ლორიას ძალიან ლამაზი "სეივი" კვიპროსის ჩემპიონატში [VIDEO]

altკაჭარავას გოლი, ოქრიაშვილი "ქუსლური" და ლორიას "სეივები" - "ანორთოსისმა" ისევ მოიგო [VIDEO]

 

alt რატომ დასაჯა ქეცბაიამ ლორია და კაჭარავა? - თემური ამბობს, რომ ქართველებს არაფერს არ აპატიებს

altგიორგი ლორიას კვიპროსის ჩემპიონატში საუკეთესო მეკარედ მიიჩნევენ

მკითხველის კომენტარები / 6 /
ლორიამ,რომ სულ ჭ ლიგაში,რომ ითამაშოს მაინც #1 იქნება!!!
zura
25 იანვარი 2020 19:45
3
ჯანოს დრო გავიდა ნაკრებში, ისეთი ბიჭები არიან ჯანო კონკურენციასაც ვერ გაუწევს! ჯანოს ასაკი აღარ უწყობს ხელს თორემ ისევ ახალგაზრდულში ითამაშებდა! რაც მართალი მართალია!!!
zura
25 იანვარი 2020 19:41
4
ძალიან რთულ მდგომარეობაშია ნაკრები და ფედერაციამ თავად ჩაიგდო ამ დღეში თავი. დაცვა ფაქტიურად არა გვყავს. ხოჭოლავა უთამაშებელია, დვალი და ტაბიძე ტრავმამოშუშებელი და უფორმონი, კაკაბაძე ტრამვა, კაშია უფორმო, კვირკველია დირკა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ხარაბაძე უფორმო. ერთი გრიგალავა? ამიტომ ვიძახდით გამოიძახეთ ახალი სახეები თქო, მაგალითად მჭედლიშვილი, ასევე სანაია, კიდევ საბერძნეთში თამაშობდნენ მცველები, გვარები არ მახსენდება. ნახევარდაცვაში კი უკეთესად გვაქვს საქმე- ხარაიშვილი, ლობჟანიძე,კიტეიშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია,პაპუნაშვილი და ჩაკვეტაძე, ფორმასი იქნებიან., მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ესენი შეთამაშებული არ არიან, რადგან ვაისი ძველ გვარდიას ანიჭებდა უპირატესობას და ახლაც ანანიძის და ოქრიაშვილის იმედი აქვს, რაც დაგვღუპავს კიდეც. თავდასხმა კიდევ გაურკვეველია. კანკავას იმედი მაინც მაქვს, ისე მაგ პოზიციაზე პარუნაშვილსაც უნდა მისცემოდა დრო, არ იყო დასაკარგი ზარანდია და ებრალიძე.დაბლოკეს არაბიძე და მრავალი სხვა. ასე რომ ფეხბურთელები, ვინც თამაშობს, შეუთამაშებელი არიან, ხოლო ვისაც ერთმანეთთან თამაშის გამოცდილება აქვს, ისინი ტრამვებისა და სიბერის გამო, ძალიან შორს არიან სასურველი ფორმიდან. შეცდომაა ისიც რომ ლორიაა პირველი მეკარე და არა მაკარიძე. სად კიპრი და სად პორტუგალია. ანუ სად ერეკლე და სად ...... ასევე ვაისის ტაქტიკური ნიჭი და ცვლილებების გამოცნობის შესახებ ხომ ლეგენდები დადის საერთოდ. არ ვიცი რისი იმედი აქვთ. ალბათ ანგელოზებს გამოიძახებენ მამა ღმერთის თამადობით. ღმერთო შემინდე.მე უიმედოდ ვარ. ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მარა ფაქტი ჯიუტია და რა ვიცი
vaso
25 იანვარი 2020 15:32
10
ბელარუსს ალბათ მოუგებთ, კოსოვო მაკედონიაზე მეც არ მაქ იმედი, მარა ახალ სახეებო, რომ იძახი სადაა ეს ახალი სახეები, რომელ ებრალიძეს გულისხმობ, არავინ, რომ არ იცის სადაა? არაბიძე კი ტრამვირებულია და მაინც ვერ დაგვეხმარებოდა ძაანაც, რომ სდომოდა ვაისს, არ კვყავს ეს ფრხბურთელები და ძალაა? პაპუნაშვილის ნიჭის კაცს, რომ ლიგა ენდესაში დარჩენაც კი სათუო გაუხდება ესეც ვაისის ბრალია? ლორია მაკაიძის ნაირი პრობლემა კი ნეტა ყველა პოზიციაზე გვქონდეს, ისე ჩაკვეტაძე თუ მინიმუმ ისეთი არ გახდა, როგორიც ერთა თასის ჯგუფში ევროპაზე მოხვედრის შანსი ნოლია.
Mmm
25 იანვარი 2020 21:03
0
კვირვკელია ვისი დირკა ნახე? უპრაქტიკოც კი მაღალი დონის მცველი შთაბეჭდილებას ტოვებს
იკ
25 იანვარი 2020 20:21
3
გიო შენი თამაში ძირითადში საეჭვოა, ისეთ ფორმაშია მაკარიძე. ჯანოს ადგილსაც ვერ ვხედავ ძირითადში, მაქსიმუმ 10-15 წუთი ალბათ. თუმცა დიდი მადლობა ბაყონ თემურს, რომ ასეთი საქმე გააკეთა. დიდება !!!
გელა
25 იანვარი 2020 12:56
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული