"გენტის" გამარჯვება, ქვილითაიას საგოლე პასი - ქართველი ლეგიონერები მძიმე სიტუაციაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 იანვარს, ბელგიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე "გენკს" 4:1 სძლია.

მიუხედავად თავდამსხმელ რომან იარემჩუკის ტრავმისა, მწვრთნელმა იეს ტორუპმა გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ქვილითაია კი 90+1-ე წუთზე ტრავმირებული სვენ კუმსის ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე. სამაგიეროდ თავის გამოჩენის შესაძლებლობა სხვა შემტევებს მისცა, პირველად ათამაშა კარიერაში ანდერსონ ნიანგბო და მეორედ სულეიმან მარეჰი - 20 წლის ნიანგბომ გოლიც გაიტანა, ქვილითაის შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ, მისი საგოლე პასით. შეგახსენებთ, ქართველმა ფორვარდმა საგოლე გადაცემა "მუსკრონთან" გასული ტურის შეხვედრაშიც გააკეთა.

ვერაფერს იტყვი, დანიელი სპეციალისტი გუნდს წარმატებით უძღვება,
გამარჯვებულებს კი, როგორც წესი, "არ ასამართლებენ". სამწუხაროდ, სატრანსფერო ფანჯარა მალე დაიხურება და ჩვენებურებს ამ სეზონში გუნდის გამოცვლის საშუალება არ მიეცემათ. ამ დროს კი ბელარუსთან ისტორიულ მატჩამდე (იმედია, ფინალამდეც) 2 თვეღა რჩება...

"გენტი" 45 ქულით მეორე ადგილზეა და პირველ თებერვალს სტუმრად "მეხელენს" შეხვდება.

გენტი. "გელამკო-არენა"
გენტი - გენკი 4:1
გოლები: 0:1 ბონგონდა (16), 1:1 მოჰამადი (45), 2:1 ბეზუსი (52), 3:1 ოჯიჯა-ოფოიე (88), 4:1 ნიანგბო (90+4)

მკითხველის კომენტარები / 37 /
აუ კაროჩე რა, მეტირება უკვე რა.. ან ეს ფეხბურთი რამ შემაყვარა ან ქართველი რატო ვარ....
კარგი რა დავიღალე ამ ყლე გუნდების და ყლე ჩემპიონაების ყურებით მარტო იმიტომ რომ ჩვენები თამაშობენ და თან არც ათამაშებენ. ბოლო 4 წლის განმავლობაში ვინც საქართველოს ჩემპიონატიდან წავიდა უცხოეთში იმათ მინდა რიტორიკული კითხვა დაუსვა. რომელი გახდით მილიონერი (ან ჩემპიონები) ან თუ გახდით როგორ გრძნობთ თავს ხო არ ყოფილა ფული მთავარი? უფრო მეტი პრობლე გაქვთ მეტი მსესხებელი და თქვენი სანათესაო უფრო იხმარს მაგ ფულს ვიდრე თქვენ, თან მე შენ გეტყვი რას გიხდიან ამდენს რო ცხოვრების ბოლომდე გეყოთ? აი თქვენ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში წასულებო დარჩენილიყავით აქ შეგეკრათ რამდენიმე კარგი გუნდი და ევროპა ლიგაზე კაკ მინიმუმ მოხვდებოდით და მერე მიიღებდით იმას რის გამოც გარბიხართ პირველივე შანსის დროს. ხალხს მიიყვანდით სტადიონზე ჩემპიონატის დონეს გაზრდიდით ვარსკვლავები გახდებოდით ერთი სიტყვით გენტს შმენტს და რაღაც ქართულად გამოუთქმელ სახელწოდების გუნდებში რო ხართ, აქ გეთამაშად და ჩვენი გაგვეკარგებინათ. მიდიხართ ნახევარ სეზონს თამაშობთ და მერე ან არენდებში მიდიხართ ან სულ იკარგებით...... რომელმა წასულმა გადახვედით უკეთეს გუნდში ყველა ქვევით მიდიხართ. დარჩით აქ 23 წლამდე მაინც კუნთები გაიმაგრეთ და თავს ნუ ირცხვენთ. ფული ყველაფერი არ არის არც ცხოვრებაში და არც სპორტში. დინამოდან და საქართველოს ჩემპიონატიდან რო გარბიხართ... შვილებს რას ეტყვით? მამა ამდენი რო ითამაშე სადმე რამე მოიგეო რო გკითხავენ? საპასუხოდ მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობა დაგრჩებათ. აქ დარჩით თუ რომელიმეს პრეტენზია გაქვთ კარგი ფეხბურთელობის მაგალითი მიეცით პატარებს, გუნდის ნამდვილი ლიდერები გახდით ნახევარი წლით კი არა 2-3 წლით და გაიყვანეთ ჩვენი გუნდები ევროპაზე და მიიღებთ ყველფერს რასაც ფეხბურთი იძლევა (მარტო ფულს არა). რო კიტხო ყველა პელე ,მარადონა მესი და რონალდოა ეგ ხალხი სხვათაშორის მარტოები ათრევდნენ და ათრევენ თავიანთ გუნდებს. და თქვენ გარბიხართ სად თვითონ არ იცით.
პ.ს. ბოდოში თუ ვინმეს ეწყინა მაგრა მგონი ძაან არ ვცდები.

პაპუნაშვილი, აბურჯანია, კაკაბაძე, ხარაბაძე, ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, დავითაშვილი, მიქელთაძე, შენგელია, ჭანტურიშვილი, ხარაიშვილი, პარუნაშვილი, კიტეიშვილი, ქვილითაია და კიდევ ბევრს... გეთამაშათ 3-4 სეზონი ერთად როგორი იქნებოდა თქვენი მომავალი თქვენთვის მომინდია მაგის წარმოდგენა.
გიორგი
01:39 26-01-2020
11
ვფიქრობ ქართველების სიძულვილი არაფერ შუაშია, ქვილითაია არ ჯდება მწვრთნელის გემოვნებაში და უფრო ტაქტიკაში, ნუ თან შანსსაც არ აძლევს ფორმაშჯ რო შევიდეს, 3-4 თამაში უნდა ითამაშოს სასტავი და მერე თუ კიდე ვერ გაიტანა ეგ სხვაა. ჩაკვეს კიდე დღეს უნდოდა შეეყვანა, მაგრამ ისეთი წვიმა და ცუდი მინდორი იყო, ვფიქრობ უფრო გაუფრთხილდა, თან იგებდა... ისე ჯერ არაა ტონუსში და ასე 20-30 წუთებით უნდა დაიბრუნოს "შეგრძნებები" და მერე სასტავსაც ათამაშებს, ჩაკვე ისეთი ბიჭია ვერც ერთი ტრენერი სკამზე ვერ დასვავს თუ ფორმაში იქნება. ღმერთი ჩვენსკენ !!!
iolasha
01:51 26-01-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული