"გენტის" გამარჯვება, ქვილითაიას საგოლე პასი - ქართველი ლეგიონერები მძიმე სიტუაციაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 იანვარს, ბელგიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე "გენკს" 4:1 სძლია.

მიუხედავად თავდამსხმელ რომან იარემჩუკის ტრავმისა, მწვრთნელმა იეს ტორუპმა გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ქვილითაია კი 90+1-ე წუთზე ტრავმირებული სვენ კუმსის ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე. სამაგიეროდ თავის გამოჩენის შესაძლებლობა სხვა შემტევებს მისცა, პირველად ათამაშა კარიერაში ანდერსონ ნიანგბო და მეორედ სულეიმან მარეჰი - 20 წლის ნიანგბომ გოლიც გაიტანა, ქვილითაის შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ, მისი საგოლე პასით. შეგახსენებთ, ქართველმა ფორვარდმა საგოლე გადაცემა "მუსკრონთან" გასული ტურის შეხვედრაშიც გააკეთა.

ვერაფერს იტყვი, დანიელი სპეციალისტი გუნდს წარმატებით უძღვება,
გამარჯვებულებს კი, როგორც წესი, "არ ასამართლებენ". სამწუხაროდ, სატრანსფერო ფანჯარა მალე დაიხურება და ჩვენებურებს ამ სეზონში გუნდის გამოცვლის საშუალება არ მიეცემათ. ამ დროს კი ბელარუსთან ისტორიულ მატჩამდე (იმედია, ფინალამდეც) 2 თვეღა რჩება...

"გენტი" 45 ქულით მეორე ადგილზეა და პირველ თებერვალს სტუმრად "მეხელენს" შეხვდება.

გენტი. "გელამკო-არენა"
გენტი - გენკი 4:1
გოლები: 0:1 ბონგონდა (16), 1:1 მოჰამადი (45), 2:1 ბეზუსი (52), 3:1 ოჯიჯა-ოფოიე (88), 4:1 ნიანგბო (90+4)

მკითხველის კომენტარები / 37 /
ჩემს დაწერილთან რა კავშირი აქვს მჭედლიძეს ან ყენიას, მაგათი მატარებელი ჩავლილია, მჭედლიძეს 2 თამაშიც არ უთამაშია, სულ ტრავმები აქვს, ყენიამ ფეხბურთის თამაშს შალკეში დაანება 10 წლის წინ. კითხვა დაგებადა ჩვენს ჩემპიონატში ფორმა ვის აღუდგენიაო და უახლოესი წარსულიდან 2 ნაკრების ფეხბურთელზე გეტყვი: ლევან შენგელია და გიორგი პაპუნაშვილი. თუ გაინტერესებს მათი ფორმის აღდგენის ისტორია, მომწერე და მოგიყვები ;)
Nns-ს (სხვა რაკურსისგან)
22:04 26-01-2020
3
პანიკის საფუძველი არ არსებობს,მთავარია ჩაკვემ რაც შეიძლება მალე დაიბრუნოს სათამაშო ფორმა,გუნდში ქართველებს კარგად ექცევიან ყველაფრის გადაბრალება მწრთვნელზე არ შეიძლება,აჩქარებამ შეიძლება ცუდი შეგეგი მოიტანოს,რაც შეეხება ქვილითაიას კიდევ უნდა მოუმატოს რომ ჩაჯდეს მწვრთნელის სათამაშო სქემაში,წარმატებები ორივეს
იკა
15:22 26-01-2020
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული