"გენტის" გამარჯვება, ქვილითაიას საგოლე პასი - ქართველი ლეგიონერები მძიმე სიტუაციაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 იანვარს, ბელგიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე "გენკს" 4:1 სძლია.

მიუხედავად თავდამსხმელ რომან იარემჩუკის ტრავმისა, მწვრთნელმა იეს ტორუპმა გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ქვილითაია კი 90+1-ე წუთზე ტრავმირებული სვენ კუმსის ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე. სამაგიეროდ თავის გამოჩენის შესაძლებლობა სხვა შემტევებს მისცა, პირველად ათამაშა კარიერაში ანდერსონ ნიანგბო და მეორედ სულეიმან მარეჰი - 20 წლის ნიანგბომ გოლიც გაიტანა, ქვილითაის შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ, მისი საგოლე პასით. შეგახსენებთ, ქართველმა ფორვარდმა საგოლე გადაცემა "მუსკრონთან" გასული ტურის შეხვედრაშიც გააკეთა.

ვერაფერს იტყვი, დანიელი სპეციალისტი გუნდს წარმატებით უძღვება,
გამარჯვებულებს კი, როგორც წესი, "არ ასამართლებენ". სამწუხაროდ, სატრანსფერო ფანჯარა მალე დაიხურება და ჩვენებურებს ამ სეზონში გუნდის გამოცვლის საშუალება არ მიეცემათ. ამ დროს კი ბელარუსთან ისტორიულ მატჩამდე (იმედია, ფინალამდეც) 2 თვეღა რჩება...

"გენტი" 45 ქულით მეორე ადგილზეა და პირველ თებერვალს სტუმრად "მეხელენს" შეხვდება.

გენტი. "გელამკო-არენა"
გენტი - გენკი 4:1
გოლები: 0:1 ბონგონდა (16), 1:1 მოჰამადი (45), 2:1 ბეზუსი (52), 3:1 ოჯიჯა-ოფოიე (88), 4:1 ნიანგბო (90+4)

მკითხველის კომენტარები / 37 /
ჩემს დაწერილთან რა კავშირი აქვს მჭედლიძეს ან ყენიას, მაგათი მატარებელი ჩავლილია, მჭედლიძეს 2 თამაშიც არ უთამაშია, სულ ტრავმები აქვს, ყენიამ ფეხბურთის თამაშს შალკეში დაანება 10 წლის წინ. კითხვა დაგებადა ჩვენს ჩემპიონატში ფორმა ვის აღუდგენიაო და უახლოესი წარსულიდან 2 ნაკრების ფეხბურთელზე გეტყვი: ლევან შენგელია და გიორგი პაპუნაშვილი. თუ გაინტერესებს მათი ფორმის აღდგენის ისტორია, მომწერე და მოგიყვები ;)
Nns-ს (სხვა რაკურსისგან)
26 იანვარი 2020 22:04
3
პანიკის საფუძველი არ არსებობს,მთავარია ჩაკვემ რაც შეიძლება მალე დაიბრუნოს სათამაშო ფორმა,გუნდში ქართველებს კარგად ექცევიან ყველაფრის გადაბრალება მწრთვნელზე არ შეიძლება,აჩქარებამ შეიძლება ცუდი შეგეგი მოიტანოს,რაც შეეხება ქვილითაიას კიდევ უნდა მოუმატოს რომ ჩაჯდეს მწვრთნელის სათამაშო სქემაში,წარმატებები ორივეს
იკა
26 იანვარი 2020 15:22
2
ეეეჰ ჩემო მეგობარო სკამზე ჯდომით ფორმას ვერ დაიბრუნებენ, უბედურება იმაშია რომ დასაწყისისთვის 20-30 წუთი მაინც უნდა მისცეს თორუპმა ჩაკვეს, ზოგი წერს ქვილითაიაზე თორუპის სათამაშო სქემაში არ ჯდებაო,ექსპერიმენტებს ხომ არ დაიწყებსო, ქვილითაია მართალია არ არის იერემჩუკივით სწრაფი, მაგრამ საკმაოდ კარგი ფეხბურთელია და რა დროც დაუთმეს იმ დროში იმაზე მეტი გააკეთა.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
27 იანვარი 2020 14:25
1
ადრენდელი ნიუსები ასე იწყებოდა: ქეცბაიამ ნიუკასლში გადამწყვეტი გოლი გაიტანა, ქინქლაძემ საოცარი დრიბლინგი გოლით დააგვირგვინა, კახი კალაძემ მადონინაში ინტერს გაუტანა და ასე შემდეგ... დღეს კი იწერება: ქვილითაიამ სადღაც ბელგიაში საგოლე პასი გააკეთა და თანაც 90-ე წუთზე შემოვიდა მოედანზე.

ხანდახან მგონია რომ სიზმარში ვარ, სად ვიყავით და სად ვართ დღეს, რა გვიხაროდა და რა გვიხარია დღეს.
ფეხბურთი
26 იანვარი 2020 14:38
1
ყველაზე სასიამოვნო უცნაურობა ის იქნება, რომ ეგ მილანის და შალკეს ხალხი ვერ მოხვდა ევროზე და რუბინების და ანორთოსისების წარმომადგენლებით, რომ მოვხვდეთ ევრო 2020ზე ))
niko
26 იანვარი 2020 16:25
1
უბრალოდ ვერ მოვითმინე რომ არდამეწერა,ამაზე საზიზღარი კლუბი არარსებობს ქვეყანაზე რა და სასწრაფოდ მინდა გადავიდნენ ამ კლუბიდან ქვილოც და ჩაკვეც რა არანაირად არარი მომხიბლელი კლუბი არცერტ კონტექტში ვისაც უყურებია ამატ თამაშს არც სათამაშო და არც შიდა სამზარეულოში სუყველა თვისთვის დარბის პასი მაგათ არიციან ერთმანეტში აღნიშვნა მაგატ არიციან ეს მწრვთნელია ტუ რა არის ხო საერტოდ რა.გადასვლა ორივესი სხვა კლუბში სასწრაფოდ?
ამაზრზენი კლუბი
26 იანვარი 2020 12:44
7
ვიღაცეები აქ გამოდიხართ და ბიჭს რომელმაც ტრამვა ესესაა მოიშუსშა უფერულს და რას არ ეძახით ლამის ჩამოწერეთ, არადა მწვრთნელს თავის გეგმა, კონკრეტულ თამაშს კონკრეტული მიდგომა ჭირდება, თქვენ რა იცით? იქნებ შესაფერის გნდს ელოდება რომელთანაც ჩართავს სასარტოში იმიტომ რომ კარგად შევიდეს უფრო რიტმში და საკუთარი ძალების ირწმუნოს. გადმოაგდებთ აქ ენებს და სისულელეებს ტლიკინებთ. ვადევნებდი კომენტარებს ფლეშსკორზე თვალს და ჩაკვეტაძის უშუალო კონკურენტი - ბეზოსი ტრამვის გამო გაიყვანეს, იმედია ვეღარ ითამაშებს ერთი ორი კვირით და ჩაკის საშუალება მიეცემა ძველებური ფორმა დაიბრუნოს.
გიორგი
26 იანვარი 2020 12:41
13
ქვილითაიაზე ვიტყვი რაღაცას- ხალხო, სულ დაგავიწყდათ გიომ რამხელა ტრავმა გადაიტანა? მაგის მერე ტიპი 5 ან წუთს ათამაშებს (გენტის წინა თამაშის გამოკლებით)და ლამის თამაში არ გავა გოლი ან საგოლე პასი არ გააკეთოს. მეტი რა ქნას ტიპმა? მე იერემჩუკის შესაძლებლობებს არ ვაკნინებ, მარა ვისაც დიბამოს და რაპიდის გიო გვახსოვს, ვიცით მას რამდენი შეუძლია. რითი ამტკიცებთ რო გიო მასზე ნაკლებია? თავად ტორუპსაც არ აქვს ამაზე პასუხი. ძაან შედეგიანი ფორვარდია და მეტი მართლა რაღა უნდა ქნას. შეიძლება უკეთესები ყავს და ღმერთმა ხელი მოუმართოს, მარა ჩვენი იჩაგრება უსაფუძვლოდ. ეგრე არაავრა გამარჯვებულს არ ასამართლებენ და რამე. ჩვენ ჩვენი გასაჭირი გვაქვს მოგვადგა ბელორუსი კარზე.. იმედია რამე შეიცვლება თუარადა ზაფხულში წავა
უგანდას პრეზიდენტი
26 იანვარი 2020 12:02
2
როდის ამოუვიდა ჩაკვეტაძეს ფრთები დაფრინავდა რომ იძახი?ჩაკვეტაძე ეხლა არის ერთი უფერული ფეხბურთელი,იქნებ ჩამოვიდეს საჩხერეს ჩიხურში ითამაშოს,პრაქტიკა ექნებოდა
დავით 67-ს
26 იანვარი 2020 11:42
37
მაგარი უნამუსო კომენტარია. პახოდუ გაგებაში არ ხარ ფეხბურთის. გიორგის წარმატებები!
გადასარევი გიორგი
26 იანვარი 2020 23:38
1
რა იყო რამ გაგაბოროტათ ასე, ახალგაზრდა კაცია, ყველაფერი წინ აქვს, ლამაზად თამაშობს, - საიდან ასეთი სიძულვილი?
ლევანი
26 იანვარი 2020 21:33
1
სხვის ლანძღვას, ხომ არ ჯობია ანალიზი? მაგალითად სწორი იყო, როცა ჩაკვეტაძემ ოპერაცია გაიკეთა? შეგახსენებთ, ბელგიელები ცდილობდნენ რომ არ დაეტვირთათ ტრამვის შემდეგ და ბუნებრივად მორჩენილიყო. ატყდა აქ ვაი ვუში და ისევ, ქართველი ექიმის რეკომენდაციით გაუკეთეს ოპერაცია. ეხლა დრო ჭირდება, ალბათ რამდენიმე თვე, თუნდაც იგივე დონეზე რომ გაქაჩოს. საინტერესოა, ბუნებრივად რომ მორჩენოდა, ამდენი დრო დაიკარგებოდა? დავაკვირდეთ და იქნებ მომავალში სხვაგვარად მოვიქცეთ.
samcuxaroa
26 იანვარი 2020 11:21
10
უკვე 22 წელია მენისკის მყესების ნაწილობრივი გაწყვეტა მაწუხებს და რატომღაც თავისით არ მირჩება.დავასვენე კიდეც,ვარჯიშებითაც ვცადე,შემდეგ უკვე მეორე მუხლს ვტვირთავდი მეტად(სოფელში ვცხოვრობ და ფიზიკურ დატვირთვას,თავს ვერანაირად ვერ ავარიდებ) და ახლა იქაც პრობლემები მაქვს.არადა ექიმმა მირჩია,ოპერაცია გაიკეთე,თორემ წლების შემდეგ,უფრო გაგაწამებსო.მე კი დროებით გაუმჯობესებას დავუჯერე.ასე რომ თუ საოპერაციოა,გადადება არაფერს იძლევა და პრობლემა შემდეგში უფრო მძაფრად იჩენს თავს.ვფიქრობ გიორგი სწორად მოიქცა,ოპერაციის გაკეთება რომ გადაწყვიტა.იმედია მთლიანად განიკურნება და შეძლებს თავისი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას.ამ თამაშის გულისათვის მომავლის საფრთხეში ჩაგდება,ნამდვილად სისულელე იქნებოდა და თანაც ძალიან სარისკო.
სოსო
26 იანვარი 2020 12:14
0
ამ კომენტარებს რომ ვკითხულობ მესმის ყველას გულისწყრომა,გიორგის მინდა ვუთხრა მეც დაახლოებით გეთანხმები,არ ვიცი გახსოვთ ვთუ არა, ნიუკასლში ჩვენმა სათაყვანო და პირადად ჩემთვის უსაყვარლესმა ფეხბურთელმა თემურ ქეცბაიამ ამ უთამაშებლობით გატანჯულმა გოლი რომ გაიტანა სარეკლამო ბანერი დაამტვრია პროტესტის ნიშნად..სხვა გამოსავალი არ არსებობა უნდა უნდა გადაახტე საკუთარ თავს დაუნდა დაამტკიცო რომ შენ ძლიერი ხარ და ეს ძალიან რთულია, მე მჯერავს გიორგის მე მჯერავს ჩვენი ნაკრების ნაკრების,ისინი შეძლებენ ევროპაზე მოხვედრას და ჩვენ უდიდეს სიხარულს მოგვანიჭებე
niko
26 იანვარი 2020 10:45
0
გული არ გაიტეხოთ ბიჭებო! მოიძებნება სხვა გუნდი. კვიპროსი თურქეთი ყაზახეთი. სათამაშო პრაქტიკა გექნებათ
გოგა
26 იანვარი 2020 10:13
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული