დანიური გამოცემა: საბა ლობჟანიძე "რანდერსის" დატოვებასთან ახლოსაა

AutoSharing Option
დანიური გამოცემა tipsbladet.dk-ის ინფორმაციით, "რანდერსის" ქართველი შემტევი საბა ლობჟანიძე გუნდის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა.

"რანდერსმა" გუშინ, 27 იანვარს, მატიას გროვის ტრანსფერი შეათანხმა და ფეხბურთელთან უკვე კონტრაქტიც გააფორმა. მას საბას შემცვლელად განიხილავენ.

წყაროს ინფორმაციით, სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე 1 კვირით ადრე ყველაზე დიდი შანსი ლობჟანიძის თურქულ კლუბში გადასვლაა.
"რიზესპორის" წარმომადგენლები დანიაში იმყოფებოდნენ ქართველ ფეხბურთელთან მოსალაპარაკებლად.

საბა ლობჟანიძეს "რანდერსთან" კონტრაქტი ამა წლის ზაფხულში უმთავრდება, თუმცა, თუ კლუბს ქართველის სანაცვლოდ რაიმე თანხის მიღება მაინც სურს, მისი იანვარში გაშვება მოუწევს.

საბა ლობჟანიძე "რანდერსის" დატოვებასთან ახლოსაა" style="height: 50px; width: 50px;" />საბა ლობჟანიძემ "რანდერსი" წაგებას გადაარჩინა
მკითხველის კომენტარები / 11 /
გაზაფხულზე კონტრაქტს ვადა გასდისო და რანდერსს ეხლა რომ არ გაეყიდა ცენტიც არ დარჩებოდა გაზაფხულზეოოოო,თავისუფალი აგენტის სტატუსით მუქთად გადავიდოდა ნებისმიერ კლუბშიო.ამიტომ გაყიდა რანდერსმა.წაიკითხეთ სტატიები,რომ გეზარებათ და სათაურიდან გამოგაქვთ აზრები!!!
ზურა
29 იანვარი 2020 07:38
0
სატურნირო ცხრილში, რომელ ადგილზეა ,,რიზესფორი,,?
100%
28 იანვარი 2020 23:30
0
მე-11 ადგილს იკავებს ცხრილში რიზესპორი.
შოთა
29 იანვარი 2020 09:24
0
არ ვარ რობოტი, უბრალოდ არ მიხსნის ბოლომდე სურათებს, ...
100%
28 იანვარი 2020 23:29
0
ფაქტობრივად იგივე დონის გუნდში გადავიდა სადაც იყო უბრალოდ ხელფასი ექნება მეტი მაგრად დაშორდა ევროპას თურქეთის ჩემპიონატი არის ზუსტად დანის დონის იქ უბრალოდ მეტი ფულია და ამ კლუბში გუნდის ლიდერი იყო და წამყვანი ფეხბურთელი სულ ძირითადში თამაშობდა და თურქეთში როგორ იქნება ეგ საკითხავია
გიორგი
28 იანვარი 2020 19:45
7
ვერ დაგეთანხმები. თურქეთის ჩემპიონატი არც ჰოლანდიის არც ბელგიის და თუნდაც არც პორტუგალიის ჩემპიონატსაც არაფრით არ ჩამოუარდება.
დავით
28 იანვარი 2020 21:20
7
თუ კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი რომ მარტის ბოლომდე ყველა მატჩში მიიღებს მონაწილეობას მაგ შემთხვევაში უნდა დათანხმდეს მხოლოდ რიზეში გადასვლას რადგან თურქული ჩემპიონატი დონით ჯობია ნამდვილად დანიურს, ევროპის მოწინავე ჩემპიონატიდან ერთერთია, მგონი ათეულშია. წარმატებები საბას ყველა შემთხვევაში
roma bejanidze
28 იანვარი 2020 19:38
4
ეს უნდა გვიხაროდეს?რიზე ხომ ლაზეთია,ფაქტობრივად ჩვენს გვერდით.ევროპისაკენ გზა აქედან გადის?არა მგონია.
სოსო
28 იანვარი 2020 18:43
5
საქართველოს შევადარე ყაზანი.
ოდალას
28 იანვარი 2020 23:14
0
ყაზანია უფრო შორს დასავლეთისგან მენტალურად ვიდრე თურქეთი?? ასეთია დღევანდელი ქართველი სამწუხაროდ - თურქეთი უფრო ახლოს ჰგონია დასავლურ კულტურასთან ვიდრე რუსეთი :(
odala
28 იანვარი 2020 22:49
7
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული