23 წლის მცველი თამაზ ცეცხლაძე პეტროპავლოვსკის "ყიზილჟარში" გადავიდა.
ცეცხლაძე 11 იანვრიდან გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება და კონტრაქტი გაუფორმეს.
ცეცხლაძე ადრე "ვიტ ჯორჯიაში", თბილისის "ლოკომოტივში", მარტვილის "მერანში", "გარდაბანში", აზერბაიჯანულ "სებაილსა" და ქუთაისის "ტორპედოში" ასპარეზობდა. მან გასულ სეზონში ეროვნული ლიგის 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
"ყიზილჟარი" მომავალ სეზონში ყაზახეთის პრემიერლიგაში იასპარეზებს, მის ღირსებას კი 33 წლის ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი იცავს.