ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტის" დუბლებში ითამაშა

AutoSharing Option
"გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა ის ფეხბურთელები, რომლებმაც "გენკთან" მოგებულ მატჩში (4:1) მონაწილეობა არ მიიღეს, დუბლების ჩემპიონატზე "ბრიუგესთან" ათამაშა.

სარეზერვო გუნდში გიორგი ჩაკვეტაძემ, დილან მბაიომ, ერიკ სმიტმა და იან ვან დენ ბერგმა იასპარეზეს.

შეხვედრა "ბრიუგეს" 2:1 გამარჯვებით დასრულდა.

ჩაკვეტაძე მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ჯერ ვერ ახერხებს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაბრუნებას. "გენტი" ჩემპიონატზე მეორე ადგილზეა და პირველ თებერვალს სტუმრად "მეხელენს" შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ